მოერიდეთ იმას, რაც აგიკრძალეთ, ხოლო რაც გიბრძანეთ შეასრულეთ ის, რამდენადაც შეგიძლიათ
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა აბდურრაჰმან იბნ სახრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «მოერიდეთ იმას, რაც აგიკრძალეთ, ხოლო რაც გიბრძანეთ შეასრულეთ ის, რამდენადაც შეგიძლიათ, ჭეშმარიტად, თქვენამდე მცხოვრებნი დაღუპა მათმა ზედმეტმა კითხვებმა და მათმა დაპირისპირებამ თავიანთ შუამავლებთან».
Explanation
Benefits
აკრძალულიდან არაფრის გაკეთება არ არის ნებადართული, ხოლო ბრძანებულიდან ჩვენ ვალდებულები ვართ შევასრულოთ ის, რაც შეგვიძლია, რადგან ადამიანისათვის ყოველთვის შესაძლებელია რაიმეზე უარის თქმა, ხოლო რაიმეს გაკეთება ყოველთვის შესაძლებელი არ არის.
აკრძალვა ზედმეტი კითხვების დასმის შესახებ, სწავლულებმა კითხვები ორ ნაწილად დაყვეს: 1.ის, რაც სწავლების მიზნით ისმება და რწმენის საკითხებში აუცილებელია. ეს წახალისებულია და ამის მაგალითებია საჰაბების შეკითხვები. 2. ის, რაც ზედმეტი სირთულის ან ჯიუტობის მიზნით ისმება. ეს აკრძალულია და სწორედ ამას გულისხმობს აკრძალვა.
მუსლიმთა საზოგადოების გაფრთხილება მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაპირისპირებისგან, ისე როგორც მოხდა წინა ხალხებთან.
აკრძალვა მოიცავს როგორც მცირე, ისე დიდ რაოდენობას, ვინაიდან სრული თავის შეკავება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი თავს იკავებს როგორც მცირისგან, ასევე დიდისგან. მაგალითად, რიბას (საპროცენტო სესხის) აკრძალვა ვრცელდება როგორც მცირე, ასევე დიდი ოდენობის სარგებელზე.
აკრძალულამდე მიმყვანი მიზეზების მიტოვება, რადგან ეს გარიდების მნიშვნელობაში შედის.
არასოდეს შეშვენის ადამიანს, როცა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებას მოისმენს, და ამბობს: ეს სავალდებულოა თუ სასურველი? არამედ მას მართებს, რომ სასწრაფოდ მიემართოს მის შესრულებას, მისი სიტყვების თანახმად: «შეასრულეთ მისგან იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ».
მრავალი კითხვები დაღუპვის მიზეზია, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელთა მიღწევაც შეუძლებელია, მაგალითად, დაფარული საკითხები ან აღდგომის დღის მდგომარეობის დეტალები. ნუ დაიტანჯავ თავს ზედმეტი შეკითხვებით ამაზე, თორემ დაიღუპები და გახდები ზედმეტად მკაცრი და ზედმეტად ჩაღრმავებული.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

