ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე, ამ დღეს ალლაჰმა შექმნა ადამი, ამ დღესვე შეიყვანა ის სამოთხეში, ამ დღესვე გამოიყვანა იქიდან და განკითხვის დღის საათი არ დადგება, გარდა პარასკევის დღისა».
Explanation
Benefits
პარასკევის დღეს კეთილი საქმეების შესრულების წახალისება, ალლაჰის წყალობის მიღებისათვის მზადყოფნა და მისი სასჯელის თავიდან აცილება.
ეს პარასკევის დღისთვის ხსენებული თვისებები ჰადისში, ზოგი მიიჩნევს, რომ არაა უპირატესობა, რადგან ადამის გამოყვანა და განკითხვის დღის დადგომა უპირატესობად არ ითვლება. თუმცა, ზოგის აზრით, ეს ყველა უპირატესობაა, რადგან ადამის გამოყვანა გახდა წინასწარმეტყველებისა და მარლთმორწმუნეთა შთამომავლობის მიზეზი, ხოლო განკითხვის დღე მორწმუნეთათვის ალლაჰის მიერ მომზადებული ღირსებების სწრაფად მიღწევის მიზეზია.
პარასკევის დღისთვის მოხსენიებულია სხვა თვისებები, მათ შორისაა: ამ დღეს ალლაჰმა ადამის მონანიება მიიღო, ამ დღეს ის გარდაიცვალა და ამ დღეს არის საათი, რომელშიც მორწმუნის ვედრება, რომელითაც ის ალლაჰს მიმართავს, ალლაჰი პასუხობს მას.
წლის საუკეთესო დღე არის არაფას დღე, ზოგი ამბობს: მსხვერლპშეწირვის დღეაო საუკეთესო, კვირის საუკეთესო დღე არის პარასკევი, ხოლო საუკეთესო ღამე არის ყადრის ღამე.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

