ჭეშმარიტად, ყოველი თქვენგანი იქმნება დედის მუცელში ორმოცი დღის განმავლობაში
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუუ აბდურრაჰმაან აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მართალმა და სიმართლით დამოწმებულმა გვიამბო:«ჭეშმარიტად, ყოველი თქვენგანი იქმნება დედის მუცელში ორმოცი დღის განმავლობაში (წვეთად), შემდეგ იქცევა შედედებულ სისხლად იგივე დროით, შემდეგ იქცევა ხორცის ნაჭრად იგივე დროით. შემდეგ იგზავნება ანგელოზი მასთან და შეუბერავს მას სულს, და ებრძანება ჩაწეროს ოთხი რამ: მისი საზრდო, მისი დრო (ცხოვრების ხანგრძლივობა), მისი საქმეები და იქნება უბედური თუ ბედნიერი. ვფიცავ იმას, რომლის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს, ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს სამოთხის ხალხის საქმეებს, იმდენად, რომ მისსა და სამოთხეს შორის დარჩეს მხოლოდ ერთი მანძილი (ხელის იდაყვის სიგრძე), მაგრამ წინ წაუსწრებს მას წიგნი (ბედისწერა, წინასწარ განსაზღვრული), და ის გააკეთებს ჯოჯოხეთის ხალხის საქმეებს და შევა მასში. და ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს ჯოჯოხეთის ხალხის საქმეებს, იმდენად, რომ მისსა და ჯოჯოხეთს შორის დარჩეს მხოლოდ ერთი მანძილი (ხელის იდაყვის სიგრძე), მაგრამ წინ წაუსწრებს მას წიგნი (ბედისწერა, წინასწარ განსაზღვრული), და ის გააკეთებს სამოთხის ხალხის საქმეებს და შევა მასში».
Explanation
Benefits
განგებისა და ბედისწერის რწმნენა.
საქმეთა ბედი საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, რაც წინასწარ განსჯით დადგენილია და რაც წინასწარი განგებით დაწესებულია.
გაფრთხილება საქმეების გარეგნული ფორმებით მოტყუებისგან; რადგან საქმეები ფასდება მათი დასრულების მიხედვით.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

