თქვა დიდებულმა და ძლევამოსილმა ალლაჰმა: "ადამის ძე მაწყენინებს, როცა დროს შეურაცხყოფს, მაშინ როცა მე ვარ დრო, ჩემს ხელშია ყველა საქმე, მე ვაბრუნებ დღესა და ღამეს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვა დიდებულმა და ძლევამოსილმა ალლაჰმა: "ადამის ძე მაწყენინებს, როცა დროს შეურაცხყოფს, მაშინ როცა მე ვარ დრო, ჩემს ხელშია ყველა საქმე, მე ვაბრუნებ დღესა და ღამეს"».
Explanation
Benefits
დიდებული ალლაჰის მიმართ პატივისცემა სიტყვასა და რწმენაში.
სავალდებულოა რწმენა ალლაჰის წინასწარგანსაზღვრულისა და დადგენილებაში, ასევე მოთმინება განსაცდელებისა და ტანჯვის დროს.
უსიამოვნება და ზარალი ერთმანეთისგან განსხვავდება. ადამიანს არ სიამოვნებს, როდესაც უსმენს ან ხედავს სამარცხვინო და უღირს რაღაცას, მაგრამ ეს არ აყენებს მას რეალურ ზიანს. ასევე, მას შეიძლება აწუხებდეს უსიამოვნო სუნი, მაგალითად, ხახვისა და ნიორის, თუმცა ეს არ ავნებს მის ჯანმრთელობას.
დიდებილი ალლაჰი განიცდის უსიამოვნებას ზოგიერთი თავისი მონის ცუდი ქმედებებისგან, მაგრამ ის, უზენაესი და დიდებული, ამით არ ზიანდება. როგორც თავად ალლაჰი ამბობს ყუდსის ჰადისში: «ჰეი, ჩემო მონებო! თქვენ ვერ მიაღწევთ იმ დონეს, რომ ზიანი მომაყენოთ და დამაზიანოთ, და ვერ მიაღწევთ იმ დონეს, რომ სარგებელი მომიტანოთ და გამამდიდროთ».
დროის (ჟამის) ლანძღვა და მისი აღწერა სამ ნაწილად იყოფა: 1 .დროის ლანძღვა იმის რწმენით, რომ ის არის მოვლენების შემოქმედი, ანუ რომ დრო ცვლის საქმეებს კეთილდღეობისა და უბედურებისკენ – ეს დიდი შირქია, რადგან ასეთმა ადამიანმა ალლაჰთან ერთად სხვა შემოქმედი დაიდგინა და მოვლენების წარმოშობა მას დაუკავშირა. 2. დროის ლანძღვა იმ რწმენით, რომ თავად ალლაჰი არის მოქმედი, მაგრამ ის მაინც წყევლის დროს, რადგან მისთვის არასასურველი მოვლენების ადგილი გახდა – აკრძალულია და დაუშვებელია. 3. დროის შესახებ უბრალოდ ინფორმაციის გადაცემა, ყოველგვარი ბრალდების გარეშე – ეს დაშვებულია, ამის მაგალითია წინასწარმეტყველ ლუუტის (ალლაჰის მშვიდობა მას) სიტყვები: {და თქვა: ეს მძიმე დღეა}.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

