მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ხსნა?“ მან მიუგო: «შეიკავე შენი ენა, დარჩი სახლში და იდარდე შენს ცოდვებზე
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია 'უყბა იბნ 'ამირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ხსნა?“ მან მიუგო: «შეიკავე შენი ენა, დარჩი სახლში და იდარდე შენს ცოდვებზე».
Explanation
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: შენ უნდა გააკეთო სამი რამ:
პირველი: დაიცავი შენი ენა იმ ყველაფრისგან, რასაც სიკეთე არ მოაქვს, და მოერიდე ყოველგვარ ბოროტ სიტყვას. ილაპარაკე მხოლოდ სიკეთეზე.
მეორე: დარჩი საკუთარ სახლში, რათა მარტოობაში აღავლინო ალლაჰისადმი თაყვანისცემა, დაკავდე ალლაჰისადმი მორჩილებით და მოერიდო სახლს გარეთ არსებულ გასაჭირსა და ცდუნებებს.
მესამე: იტირე, მოინანიე იმ ცოდვებისთვის, რომლებიც ჩაგიდენია.
Benefits
გადარჩების მიზეზების განმარტება ამქვეყნად და მომავალ ცხოვრებაში.
მოწოდება იმისა, რომ ადამიანი საკუთარ თავზე იყოს ორიენტირებული, თუ ვერ შეძლებს სხვების დახმარებას, ან თუ შიშობს, რომ ხალხთან ურთიერთობა ზიანს მიაყენებს მის რელიგიასა და თავს.
მითითება სახლის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით განსაცდელებისა და ცდუნებების დროს, რადგან ის რელიგიის დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

