შვიდი ადამიანი, რომელთაც ალლაჰი დაჩრდილავს თავისი ჩრდილით იმ დღეს, როცა არ იქნება სხვა ჩრდილი, გარდა მისი ჩრდილისა
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შვიდი ადამიანი, რომელთაც ალლაჰი დაჩრდილავს თავისი ჩრდილით იმ დღეს, როცა არ იქნება სხვა ჩრდილი, გარდა მისი ჩრდილისა: სამართლიანი იმამი (მმართველი). ახალგაზრდა, რომელიც ალლაჰის თაყვანისცემაში გაიზარდა, კაცი, რომლის გული მიჯაჭვულია მეჩეთზე, ორი ადამიანი, რომლებმაც ალლაჰისთვის შეიყვარეს ერთმანეთი – შეიკრიბნენ ალლაჰის გულისთვის და დაშორდნენ ალლაჰის გულისთვის, კაცი, რომელსაც მაღალსტატუსიანი და მშვენიერი ქალი შეეცადა შეცდენას, მაგრამ მან უთხრა: "ჭეშმარიტად, მე ალლაჰის მეშინია", კაცი, რომელმაც გაიღო ქველმოქმედება და ისე დამალა, რომ მარცხენა ხელი ვერ გაიგებდა, რას გასცემდა მარჯვენა, კაცი, რომელმაც ალლაჰი გაიხსენა მარტოობაში და ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან».
Explanation
Benefits
იბნ ჰაჯარმა ამ ჰადისის ფრაზაზე (მის ჩრდილში) თქვა: «ითქვა, რომ აქ იგულისხმება ალლაჰის ტახტის ჩრდილი, და ამას მტკიცებულებად ადასტურებს სალმან ალ-ფარისის ჰადისი, რომელიც საიდ ალ- მანსურის მიერ არის კარგი ჯაჭვით გადმოცემული: "შვიდი პიროვნება, რომლებსაც ალლაჰი შეიფარებს ჩრდილში მისი ტახტის ჩრდილით"».
იბნ ჰაჯარმა თქვა: «საუკეთესო განმარტება სამართლიანი მმართველისა ის არის, რომ იგი ალლაჰის ბრძანებას მისდევს და ყოველივეს თავის ადგილას აყენებს, ზედმეტობის ან ნაკლოვანების გარეშე, ასევე, მისი ხსენება სიაში პირველ ადგილზე არის დაყენებული, რადგან მის სამართლიანობას დიდი სარგებლიანობა მოაქვს საზოგადოებისთვის».
შემდეგი ლოცვის მოლოდინის ღირსება მას შემდეგ, რაც შესრულებულია წინა ლოცვა.
იმამ ან-ნავავიმ თქვა: «ამ ჰადისში არის წახალისება ალლაჰის გულისთვის ურთიერთმოყვარეობისა და მისი უდიდესი ღირსების განმარტება».
მაღალი მდგომარეობა და სილამაზე განსაკუთრებით არის აღნიშნული, რადგან ეს ორი თვისება ადამიანებისთვის მეტად მიმზიდველია, მათთვის სასურველია და მათი მოპოვება რთულია.
უკეთესია ქველმოქმედების (სადაყის) ფარული გაღება და ამ გზით თავის არიდება ხალხის დასანახად მის გაღებას, თუმცა რელიგიაში დაშვებულია ქველმოქმედების გაღება და ზაქათის საჯაროდ გადახდა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ამას არ აკეთებს ხალხისთვის საჩვენებლად, არამედ მისი მიზანია სხვების წახალისება ხარჯვისკენ, მათთვის კეთილი მაგალითის მიცემა და ისლამის მნიშვნელოვან, სიმბოლურ დადგენილებათა შესრულების დემონსტრირება.
ამ შვიდი კატეგორიის ადამიანმა ალლაჰის წინაშე ეს უდიდესი ნეტარება მიიღო გულწრფელი ერთგულებით და საკუთარი სურვილების წინააღმდეგ მოქმედებით.
მის სიტყვებში: "შვიდი ადამიანი, რომელთაც ალლაჰი თავის ჩრდილში შეაფარებს", ამ რიცხვში შეზღუდვა არ იგულისხმება. არამედ, ჰადისის გარეთ სხვა კატეგორიებიც გვხვდება, რომლებიც უზენაესი ალლაჰი თავისი ტახტრევანის ჩრდილში შეაფარებს.
იბნ ჰაჯარი ამბობს: «ამ ჰადისში მამაკაცების ხსენება არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მათ ეხებათ; არამედ, ქალებიც იზიარებენ ამ საქმეებს მამაკაცებთან ერთად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგულისხმება უმაღლესი მმართველობა, რომელიც კონკრეტულად მამაკაცებს ეკუთვნით, თუმცა, ქალმა ამ ღირსებას შეიძლება მიაღწიოს, როცა შვილებზე სამართლიანად ზრუნავს. ასევე, მეჩეთში ხშირი ყოფნა ქალებზე არ ვრცელდება, რადგან ქალისთვის საკუთარი სახლში ლოცვა მეჩეთზე უკეთესია, რაც შეეხება მამაკაცს, რომელსაც ქალი ცოდვისკენ მოუწოდებს, მსგავსი რამ ქალსაც შეიძლება დაემართოს, თუ, მაგალითად, ლამაზმა და ძლევამოსილმა მეფემ მას ცოდვისკენ მოუწოდა, მაგრამ მან ალლაჰის შიშით უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ამისი საჭიროება ჰქონდა».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

