„სისუფთავე რწმენის ნახევარია, "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილაჰ) ავსებს სასწორს, "ალლაჰი ყოვლადწმინდაა" (სუბჰანალლაჰ) და "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილლაჰ) ავსებენ ცასა და მიწას შორის სივრცეს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუუ მაალიქ ალ-აშ'არისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: "ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „სისუფთავე რწმენის ნახევარია, "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილაჰ) ავსებს სასწორს, "ალლაჰი ყოვლადწმინდაა" (სუბჰანალლაჰ) და "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილლაჰ) ავსებენ ცასა და მიწას შორის სივრცეს. ლოცვა არის სინათლე, სადაყა არის მტკიცებულება, და მოთმინება არის ნათება, ხოლო ყურანი ან იქნება დამცველი შენთვის, ან არგუმენტად შენს წინააღმდეგ. ყველა ადამიანი დგება დილით და ყიდის საკუთარ სულს, ზოგი ათავისუფლებს მას, ზოგი კი ღუპავს მას.“
Explanation
Benefits
ლოცვის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის მორწმუნისთვის სინათლე ამ ცხოვრებაში და განკითხვის დღეს.
ქველმოქმედება (სადაყა) არის გულწრფელი რწმენის ნიშანი.
ყურანით მოქმედება და მისი ჭეშმარიტების დამოწმება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ის იყოს მტკიცებულება შენს სასარგებლოდ და არა შენს საწინააღმდეგოდ.
თუ შენს თავს ალლაჰის მორჩილებით არ დააკავებ, ის ცოდვებით დაგაკავებს.
ყოველმა ადამიანმა აუცილებლად უნდა იმოქმედოს; და ის ან იხსნის საკუთარ თავს მორჩილებით, ან დაიღუპავს თავს ცოდვებით.
მოთმინება მოითხოვს გაძლებასა და ალლაჰისგან ჯილდოს მოლოდინს, რადგან ის სირთულეებს შეიცავს.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

