HadeethEnc · 1.21.0
ვინც ჩაიდინა ცოდვა, რისთვისაც დადგენილია სასჯელი (ჰადდ), და ეს სასჯელი მიესაჯა მას ამ დუნიაში — ალლაჰი არის იმაზე უფრო სამართლიანი, რომ არ დასაჯოს იგი ორჯერ — ამ დუნიაშიც და აახირეთშიც
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
გადმოცემულია 'ალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ჩაიდინა ცოდვა, რისთვისაც დადგენილია სასჯელი (ჰადდ), და ეს სასჯელი მიესაჯა მას ამ დუნიაში — ალლაჰი არის იმაზე უფრო სამართლიანი, რომ არ დასაჯოს იგი ორჯერ — ამ დუნიაშიც და აახირეთშიც. ხოლო ვინც ჩაიდინა ასეთი ცოდვა, და ალლაჰმა დაფარა იგი და აპატია — ალლაჰი არის უმეტად დიდსულოვანი, რომ აღარ დაუბრუნდეს დასჯას იმაზე, რაც უკვე აპატია».
02
Explanation
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ თუ ადამიანი ჩაიდენს ისეთ ცოდვას, რომელიც შარიათით დადგენილ სასჯელს ითხოვს — მაგალითად, მრუშობა ან ქურდობა — და ეს სასჯელი მას ამ დუნიაში მიესაჯება, მაშინ ის წაშლის მის ცოდვას და გაათავისუფლებს განკითხვის დღეზე სასჯელისგან. ალლაჰი ხომ იმდენად დიდსულოვანია და მოწყალე, რომ არ სჯის თავის მონას ორჯერ ერთი და იმავე დანაშაულისთვის. ხოლო თუ ალლაჰმა დაფარა ადამიანის ცოდვა ამ დუნიაში და არ დასაჯა იგი, და აპატია მას, მაშინ ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი მითუმეტეს არ დაუბრუნდება იმ ცოდვისთვის სასჯელის დაკისრებას, რომელიც მან უკვე აპატია.
03
Benefits
უზენაესი ალლაჰის უდიდესი სამართლიანობა, წყალობა და სულგრძელობა.
ამქვეყნად სასჯელის მიღება ცოდვებს გამოისყიდის.
ვინც ჩაიდენს ცოდვას, რომელსაც აქვს შარიათით გათვალისწინებული სასჯელი, უმჯობესია მან საიდუმლოდ შეინახოს ეს როდესაც ალლაჰი მას დაუფარავს ამ ცოდვას, მან უნდა იჩქაროს მონანიება და გამოსწორება.
ამქვეყნად სასჯელის მიღება ცოდვებს გამოისყიდის.
ვინც ჩაიდენს ცოდვას, რომელსაც აქვს შარიათით გათვალისწინებული სასჯელი, უმჯობესია მან საიდუმლოდ შეინახოს ეს როდესაც ალლაჰი მას დაუფარავს ამ ცოდვას, მან უნდა იჩქაროს მონანიება და გამოსწორება.
Attribution
[გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

