შემფიცეთ, რომ არდაუდგენთ ალლაჰს არავის თანაზიარად, არ მოიპარავთ, არ იმრუშებთ
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
'უბადა იბნ ას-სამითი (ალლაჰი იყოს მასით კმაყოფილი), რომელიც ბადრის ბრძოლის მონაწილე და აყაბას ღამის ფიცის ერთ-ერთი წინამძღოლი იყო, გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომლის გარშემოც მისი რამდენიმე საჰაბა იყო შეკრებილი, თქვა: «შემფიცეთ, რომ არდაუდგენთ ალლაჰს არავის თანაზიარად, არ მოიპარავთ, არ იმრუშებთ, არ მოკლავთ თქვენს შვილებს, არ მოხვალთ ცილისწამებით, რომელსაც თვითონვე იგონებთ თქვენს ხელებსა და ფეხებს შორის, და არ ეურჩათ შარიათით სწორად მიჩნეულ საქმეებში . ვინც ამას დაიცავს, მისი საზღაური ალლაჰთანაა, ხოლო ვინც ამ დანაშაულთაგან რომელიმეს ჩაიდენს და ამქვეყნად დაისჯება, ეს იქნება მისი გამოსყიდვა. ხოლო ვინც ამას ჩაიდენს და ალლაჰის მიერ დაიფარება, მაშინ მისი საქმე ალლაჰთანაა – თუ ალლაჰი ისურვებს, აპატიებს, და თუ არა, დასჯის». მაშინ ჩვენ დავუდეთ ფიცი მას ამაზე.
Explanation
Benefits
ას-სინდიმ თქვა: «მისი სიტყვები რაც ცნობილია – არ არის დაფარული, რომ მისი ყველა ბრძანება კეთილია და მისი საწინააღმდეგო არც წარმოიდგინება. ასე რომ, სიტყვები „ფილ მა'რუუფ“ მიუთითებს მორჩილების სავალდებულოობის მიზეზზე, ასევე იმაზე, რომ ადამიანისადმი მორჩილება არ შეიძლება იყოს გარდა კეთილისა, და იმაზე, რომ ფიცის დადებისას უნდა იყოს მითითებული მორჩილება სიკეთეში და არა აბსოლუტურად ყველაფერში».
მუჰამმად იბნ ისმააილ ათ-თაიმიმ და სხვებმა თქვეს: «შვილების მკვლელობა განსაკუთრებით იყო აღნიშნული, რადგან ის წარმოადგენს მკვლელობასა და ნათესავთა კავშირის გაწყვეტას, ამიტომ მისი აკრძალვა მეტად ხაზგასასმელია. გარდა ამისა, ეს პრაქტიკა მათ შორის გავრცელებული იყო – გოგონების ცოცხლად დაფლა და ვაჟების მოკვლა სიღარიბის შიშით. ან შესაძლოა, შვილები ყოფილიყვნენ ნახსენები იმიტომ, რომ ისინი თავიანთი თავის დაცვას ვერ შეძლებდნენ».
ან-ნავავიმ თქვა: «ამ ჰადისის ზოგადი მნიშვნელობა დაკონკრეტებულია ალლაჰის სიტყვით: «ჭეშმარიტად ალლაჰი არ მიუტევებს, რომ მას რაიმე გაუთანაზიარონ». ამგვარად, როცა მურთადი (ისლამის მიმტოვებელი) სიკვდილით ისჯება თავისი განდგომის გამო, ეს სასჯელი მისთვის გამოსყიდვა არ იქნება».
ალ-ყადი 'იაად ამბობს: «სწავლულთა უმეტესობის აზრით, უზენაესი ალლაჰის მიერ დაწესებული მძიმე სასჯელების(ალ-'ჰუდუუდ) შესრულება შესაბამისი ცოდვის გამოსყიდვას წარმოადგენს».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

