თქვენ შორის არ იქნება არცერთი, ვისთანაც მისი უფალი არ ისაუბრებს შუამავლის გარეშე
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია 'აადი იბნ ჰაათიმისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენ შორის არ იქნება არცერთი, ვისთანაც მისი უფალი არ ისაუბრებს შუამავლის გარეშე. ადამიანი მარჯვნივ გაიხედავს და ვერაფერს დაინახავს, გარდა თავისი საქმეებისა, შემდეგ მარცხნივ გაიხედავს და კვლავ ვერაფერს დაინახავს, გარდა თავისი საქმეებისა, შემდეგ წინ გაიხედავს და მის წინ ვერაფერს დაინახავს, გარდა ცეცხლისა... ასე რომ, დაიცავით თავი ცეცხლისგან, თუნდაც ნახევარი ფინიკის გაღებით!»
Explanation
Benefits
უზენაესი ალლაჰის მიახლოება მისი მონისადმი აღდგომის დღეს: არ იქნება მათ შორის არც ფარდა, არც შუამავალი და არც თარჯიმანი. ამიტომ, მორწმუნე უნდა მოერიდოს თავისი ღმერთის ბრძანებების წინააღმდეგ წასვლას.
ადამიანმა არ უნდა ჩათვალოს ძალიან უმნიშვნელოდ ის, რასაც მოწყალებად გასცემს, თუნდაც ეს იყოს მცირე და უმნიშვნელო რამ, რადგან ნებისმიერი მოწყალება იქნება მისი დამცავი ფარი ცეცხლისგან.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

