ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებისას არ დაუტოვებია არც დირჰამი, არც დინარი, არც მონა კაცი, არც მონა ქალი და არც სხვა რამ, გარდა ერთი თეთრი ჯორისა, ხმალისა და მიწის ნაკვეთისა, რომელიც სადაყად გაიღო
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ამრ ბინ ალ-ჰარის ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლის ძმა, მორწმუნეთა დედის ჯუვაირია ბინთ ალ-ჰაარისის ძმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს: «ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებისას არ დაუტოვებია არც დირჰამი, არც დინარი, არც მონა კაცი, არც მონა ქალი და არც სხვა რამ, გარდა ერთი თეთრი ჯორისა, ხმალისა და მიწის ნაკვეთისა, რომელიც სადაყად გაიღო».
Explanation
Benefits
განმარტება იმისა, თუ რა დატოვა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალების შემდეგ.
როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაიცვალა მნიშვნელოვანი არაფერი დაუტოვებია, ეს მის მოწყალებაზე, ხელგაშლილობაზე და სიკეთეზე მეტყველებს.
ალ-ქირმანიმ თქვა: «სიტყვებში (დაადგინა ისინი) ნაცვალსახელი სამ არსებით სახელთან ბრუნდება ანუ: ჯორთან, ხმალთან, და მიწასთან, და არა მხოლოდ მიწასთან».
ალ-ხათნ: ცოლის ძმა, ალ-ახთან ცოლის ნათესავები.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

