შეეშვით ამ ყველაფერს, უთუოდ ეს ამაზრზენი რამეა
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ჯააბირ იბნ აბდულლაჰი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს: ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ ლაშქრობაში, მუჰაჯირთაგან ერთ-ერთმა დაარტყა ანსარს საჯდომზე დაარტყა, ანსარმა თქვა: შეეწიეთ ანსარს, მუჰაჯირმა თქვა: შეეწიეთ მუჰაჯირს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს გაიგო და იკითხა: «რა ხდება»? მას უთხრეს: ერთ-ერთმა მუჰაჯირმა ერთ-ერთ ანსარს საჯდომზე დაარტყა, და ანსარმა თქვა: შეეწიეთ ანსარს, მუჰაჯირმა კი თქვა: შეეწიეთ მუჰაჯირს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შეეშვით ამ ყველაფერს, უთუოდ ეს ამაზრზენი რამეა». ჯაბირმა თქვა: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩამოვიდა ანსარები ბევრნი იყვნენ, შემდეგ კი მუჰაჯირების რიცხვმა იმატა, აბდულლაჰ ბინ უბაიმ თქვა: ეს ყველაფერიც გააკეთეს, ვფიცავ ალლაჰს, როცა დავბრუნდებით მედინაში, დიდებულები გაყრიან იქიდან დამცირებულებს, უმარ ბინ ალ-ხატტაბმა თქვა: ო, ალლაჰის შუამავალო, ნება მომეცი კისერი წავაგდებინო ამ ორპირს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დაანებე თავი, რომ ადამიანებმა საუბარი არ დაიწყონ მუჰამმედი თავის მიმდევრებს ხოცავსო».
Explanation
Benefits
არასწორი დაყოფისგან შორს ყოფნა და სიფრთხილე ისე, როგორც მოუწონარი ამაზრზენი რამისგან სიფრთხილე.
ყველაფრის აკრძალვა, რაც იწვევს სიძულვილს და მტრობას.
იმამ ან-ნავავიმ თქვა: «მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ ქმედებას უმეცრების იმიტომ უწოდა, რომ მას ის არ მოსწონდა, ეს იყო უმეცრების პერიოდში ტომებს შორის ამქვეყნიურ საქმეებში და სიტუაციებში დახმარების ფორმა, უმეცრების პერიოდში უფლებების დაბრუნება ძალადობით და ტომებით ხდებოდა, ისლამმა ეს ყველაფერი გააუქმა, მსგავსი ტიპის საქმეებს შარიათული დოგმებით აგვარებს, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს დაჩაგრავს, მოსამართლე მათ შორის განსჯის, დააკისრებს მას მისი ბოროტების შესაბამისად, როგორც ამას ისლამური წესები განსაზღვრავს».
ას-სინდიმ თქვა: «განმრტა, რომ გვარის მიერ დახმარება როგორც ეს იყო უმეცრების პერიოდში არის ბათილი, არ არის საჭირო ყოველი პიროვნება საკუთარ გვარს სთხოვდეს დახმარებას, ჭეშმარიტი დახმარება არის სავალდებულო ყოველ მორწმუნეზე, სულერთია ეს მისი გვარიდან იქნება თუ არა».
ორპირების მიერ შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მის საჰაბების (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) მიმართ ცუდი და თავხედური საუბარი».
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოთმინება და სირბილე ორპირთა შეურაცხყოფის მიუხედავად.
გაფრთხილება ყველა იმ ქმედებისგან, რომელიც ადამიანებს ისლამის მიღებაში ხელს შეუშლის, ამის გამო მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ დაუშვა ორპირების დახოცვა, რათა ხალხს არ ეთქვა: მუჰამმადი თავის მიმდევრებს კლავსო.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

