როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასრულებდა ფაჯრის (დილის) ლოცვას, რჩებოდა სალოცავ ადგილზე მანამ, სანამ მზე არ ამოდიოდა და არ განათდებოდა სრულად
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ჯააბირ იბნ სამურასგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასრულებდა ფაჯრის (დილის) ლოცვას, რჩებოდა სალოცავ ადგილზე მანამ, სანამ მზე არ ამოდიოდა და არ განათდებოდა სრულად. ასევე გადმოცემულია: ის არ დგებოდა იმ ადგილიდან, სადაც ასრულებდა დილის ლოცვას, სანამ მზე არ ამოდიოდა. როცა მზე ამოდიოდა, მაშინ დგებოდა. ამ დროს საჰაბები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, იხსენებდნენ ჯაჰილიის (ისლამამდელი დროის) საქმეებს, და იცინოდნენ, ხოლო მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღიმილით უსმენდა მათ.
Explanation
Benefits
განმარტება იმისა, თუ როგორი იყო მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობა და რბილი დამოკიდებულება, რამეთუ ის იჯდა თავის მეგობრებთან ერთად, უსმენდა მათ საუბარს, მათ მონაყოლს და იღიმოდა მათთან ერთად.
ნებადართულია, უმეცრების პერიოდში მომხდარი ამბების გახსენება და მათი მოყოლა მეჩეთში.
ნებადართულია სიცილი და ღიმილი; აკრძალულია გადაჭარბებული სიცილი.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

