ალლაჰის შუამავალი (ალლაჰიოს ლოცვა და მშვიდობა მას) ერთი სა' წყლით დიდ განბანვას აკეთებდა (ბანაობდა) და ერთი "მუდდით" პატარა განბანვას აკეთებდა
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია საფინასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰიოს ლოცვა და მშვიდობა მას) ერთი სა' წყლით დიდ განბანვას აკეთებდა (ბანაობდა) და ერთი "მუდდით" პატარა განბანვას აკეთებდა.
Explanation
სა'ა: არის ოთხი მუდდის ოდენობით, მუდდ: არის ზრდასრული ადამიანის პეშვის ზომის წყალი.
Benefits
ვუდუსა და ღუსლში წყლის მოხმარების შემცირების სასურველობა საჭიროების შესაბამისად, რაც არის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზა.
მიზანი ის არის რომ პატარა და დიდი განბანვა იქნეს საფუძლიანად შესრულებული სუნნებისა და ადაბის გათვალისწინებით,უზომოდ გაფლანგვის გარეშე და ზედმეტი ეკონომიის გარეშე, ხოლო ყურადღება ექცეოდეს დროს, წყლის რაოდენობას — იქნება ეს უხვი თუ მცირე — და სხვა მსგავს გარემოებებს.
ჯუნუბი ნიშნავს მდგომარეობას, რომელიც წარმოიშობა სპერმის გამოყოფის ან სქესობრივი კავშირის შედეგად. ამ მდგომარეობას ასე ეწოდება, რადგან ადამიანი, ვინც ამ მდგომარეობაშია, თავს იკავებს ლოცვისა და სხვა თაყვანისცემის აქტებისგან, სანამ არ განიწმინდება მისგან.
სა‘ა: ცნობილი საზომი ერთეულია, და ამ შემთხვევაში იგულისხმება ის სა‘ა, რომელიც გავრცელებული იყო მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დროს. ის უდრიდა 480 მისყალს ხარისხიანი ხორბლისა, რაც ლიტრებში შეესაბამება დაახლოებით 3 ლიტრს.
მუდი (المدّ) — ეს არის შარიათით განსაზღვრული საზომი ერთეული. ის შეესაბამება იმ რაოდენობას, რაც ეტევა საშუალო ტანის მქონე ადამიანის ორ ხელისგულზე, როცა ის მათ აავსებს და წინ გაიწვდის. მუდი შეადგენს სა‘ის (صاع) მეოთხედს — ფუყაჰების ერთსულოვანი თანხმობით. მისი მოცულობა შეადგენს დაახლოებით 750 მილილიტრს.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

