აბდესი სრულყოფილად აიღე, თითებს შორის წყალი გაატარე და ცხვირში ღრმად შეიყვანე წყალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მარხულობ
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ლაყიიტ ბინ საბირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «მე ვიყავი ბანუ ალ-მუნთაფიყის წარმომადგენელი (ან მათ შორის ერთ-ერთი), რომელიც ალლაჰის შუამავალთან ელჩად გაიგზავნა. როდესაც მასთან მივედით, სახლში ვერ დაგვხდა, მაგრამ შევხვდით მორწმუნეთა დედას (აიშა ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და მან ბრძანა, რომ ჩვენთვის ხორციანი ფაფა მოემზადებინათ, და ის სწრაფად მოგვიმზადეს. მოგვიტანეს ასევე 'კინაუ' – ეს არის ჭურჭელი, რომელშიც ფინიკი იყო, შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა და გვკითხა: «რამე საკვები მიირთვით? ან რამე მოგიმზადეს?» ჩვენ ვუპასუხეთ: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო", როდესაც შუამავალთან ერთად ვისხედით, მწყემსმა თავისი ფარა მოიყვანა სადგომზე, მასთან ერთად პატარა ბატკანი იყო, რომელიც ხმამაღლა ბღაოდა, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა მწყემსს: «ჰეი შენ, შენმა ცხვარმა რა მოიგო?»
მწყემსმა უპასუხა: "ბატკანი", შუამავალმა ბრძანა: «მაშინ ამის სანაცვლოდ ერთი ცხვარი დაკალი», შემდეგ შუამავალმა დაამატა: «არ იფიქრო, რომ ეს მხოლოდ შენთვის გავაკეთეთ. ჩვენ გვაქვს ასი ცხვარი და არ გვინდა მათი რიცხვის ზრდა. ამიტომ, როდესაც მწყემსი ახალ ბატკანს მოიყვანს, ჩვენ მის სანაცვლოდ ერთ ცხვარს ვკლავთ», ლაყიტ იბნ საბირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა: "ო ალლაჰის შუამავალო, მე მყავს ცოლი, რომელსაც ბილწსიტყვაობა ახასიათებს. როგორ მოვიქცე?" შუამავალმა უთხრა: «მაშინ გაეყარე მას». ლაყიტმა უთხრა: "ო ალლაჰის შუამავალო, მასთან დიდხანს ვცხოვრობდი და შვილებიც მყავს მისგან", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიუგო: «მაშინ დაარიგე ის»,
(ჰადისის გადმომცემმა განმარტა, რომ შუამავალმა იგულისხმა): მასთან რბილი შეგონებებით იმოქმედე, შემდეგ შუამავალმა დაამატა: «თუ მასში სიკეთე იქნება გააკეათებს(დაგიმორჩილდება). ცოლი, როგორც მონა ისე არ სცემო!» ლაყიტმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) ჰკითხა: "ო ალლაჰის შუამავალო, მასწავლე აბდესის აღების წესი", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «აბდესი სრულყოფილად აიღე, თითებს შორის წყალი გაატარე და ცხვირში ღრმად შეიყვანე წყალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მარხულობ».
Explanation
Benefits
სრულყოფილი განბანვა ორ სახესხვაობად იყოფა: სავალდებულო სრულყოფა – ეს არის ის, რაც აუცილებელია პატარა განბანვის სრულყოფისთვის. მისი მიზანია განბანვის ადგილის სრულად დაბანვა და წყლით დაფარვა. სასურველი სრულყოფა – ეს არის ის, რაც არ არის აუცილებელი აბდესის სრულყოფისთვის, მაგრამ მასში შედის სავალდებულოზე მეტი, როგორიცაა მეორე და მესამე დაბანვა. ეს მოქმედება რეკომენდებულია.
ხელისა და ფეხის თითებს შორის წყლის კარგად შეღწევის უზრუნველსაყოფად მათი გაწმენდის (თითებს შორის წყლის გატარების) სასურველობა.
ალ-ტიბიმ თქვა: «ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბდესის ზოგიერთი სუნნა ახსენა, რადგან მკითხველმა უკვე იცოდა აბდესის ძირითადი პრინციპები».
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღირსეულ თვისებებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია მისი ზრუნვა სხვათა გრძნობებზე და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინება.
ეს ჰადისი მტკიცებულებაა იმაზე, რომ აბდესის (პატარა განბანვის) დროს პირის გამოვლება სავალდებულოა.
ეს ჰადისი მტკიცებულებაა იმაზე, რომ აბდესის დროს ცხვირის ძლიერი გამოსუფთავება სასურველია, გარდა მარხვის მდგომარეობისა. მარხულისთვის ეს არ არის რეკომენდებული, რადგან ძლიერი შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის მოხვედრა ყელში, რაც მარხვას გააფუჭებს.
ეს მტკიცებულებაა იმაზე, რომ ჰიჯრა (გადასახლება) არ არის სავალდებულო ყველა მუსლიმისთვის, ვინც ისლამს მიიღებს. ბანუ მუნთაფიყის ტომისა და სხვათა მაგალითზე ჩანს, რომ ისინი არ გადმოსახლებულან, არამედ მხოლოდ თავიანთი წარმომადგენლები გაგზავნეს. ეს იმ შემთხვევაშიც მოქმედებს, როდესაც ადამიანი იმყოფება იმ ადგილას, სადაც თავისუფლად შეუძლია რელიგიის პრაქტიკა და გამოხატვა.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

