ადამიანის სრულყოფილი ისლამის ნიშანთა შორის არის ის, რომ იგი ტოვებს იმას, რაც მას არ ეხება
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ადამიანის სრულყოფილი ისლამის ნიშანთა შორის არის ის, რომ იგი ტოვებს იმას, რაც მას არ ეხება».
Explanation
Benefits
უსარგებლო და ზედმეტი სიტყვებისა და ქმედებების დატოვება არის მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანის ისლამი სრულყოფილია.
ეს ჰადისი აქეზებს იმისაკენ, რომ ადამიანი უნდა იყოს დაკავებული იმით, რაც მას ეხება მის რელიგიასა და ამქვეყნიურ ცხოვრებაში. და რადგან მისი ისლამის სილამაზეში შედის იმის დატოვება, რაც მას არ ეხება, მაშინ მისი სილამაზე ასევე მდგომარეობს იმაში, რომ დაკავდეს იმით, რაც მას ნამდვილად ეხება.
იბნ ალ-ყაიიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს ის) თქვა:«მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღმერთის შიში და თავის შეკავება ერთი წინადადებით შეკრიბა, როდესაც თქვა: "ადამიანის ისლამის სრულყოფილება მისი მხრიდან იმის დატოვებაა, რაც მას არ ეხება." ეს მოიცავს ყველაფრის დატოვებას, რაც ადამიანს არ ეხება: სიტყვაში, მზერაში, მოსმენაში, ხელით მოქმედებაში, სიარულში, ფიქრში და ყველა სხვა გარეგნულ თუ შინაგან მოძრაობაში. ეს არის სიტყვა, რომელიც სრულად აღწერს ღვთის მოშიშობას».
იბნ რაჯაბმა თქვა: «ეს ჰადისი ზნეობისა და კეთილშობილური ქცევის ერთ-ერთი საფუძველია».
წაქეზება ცოდნის ძიებისკენ, რადგან ცოდნის საშუალებით ადამიანი იგებს იმას, რაც მას ეხება, იმისგან, რაც მას არ ეხება.
კეთილის ბრძანება, ბოროტის აკრძალვა და რჩევა-დარიგება ეს იმათში შედის, რაც ადამიანს ეხება, რადგან უზენაესმა ალლაჰმა მას ამის გაკეთება უბრძანა.
ჰადისის ზოგად მნიშვნელობაში ასევე შედის: ის, რომ ადამიანმა თავი აარიდოს იმას, რაც მას არ ეხება — აკრძალულსა და გაცხადებულად საძრახისგან, ასევე ზედმეტი კითხვებისგან, რომლებიც სარგებელს არ იძლევა, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რაც დაფარულია [საიდუმლოა], სამყაროს მოწყობის დეტალებზე, აგრეთვე ჰიპოთეტურ სიტუაციებზე, რომლებიც არ მომხდარა,ან ძნელია რომ მოხდეს ან საერთოდ შეუძლებელია.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

