ამიტომ, როდესაც ალლაჰს სთხოვთ რამეს, სთხოვეთ მას ფირდაუსი
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
'უბაადა იბნ საამით (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სამოთხეში არის ასი საფეხური, და თითოეულ ორ საფეხურს შორის მანძილი ისეთივეა, როგორიც ცასა და მიწას შორის, ფირდაუსი არის მათგან ყველაზე მაღალი საფეხური, და სწორედ იქიდან გადმოდინდება სამოთხის ოთხი მდინარე, მის ზემოთ კი ალლაჰის ტახტია, ამიტომ, როდესაც ალლაჰს სთხოვთ რამეს, სთხოვეთ მას ფირდაუსი».
Explanation
Benefits
ალლაჰისგან უმაღლესი ფირდაუსის თხოვნის წახალისება.
ფირდაუსი არის სამოთხის ყველაზე მაღალი და საუკეთესო ნაწილი.
აუცილებელია მუსლიმს ჰქონდეს მაღალი მიზნები და ძლიერი ამბიცია, ის უნდა ისწრაფოდეს და სთხოვდეს უზენაეს ალლაჰს სამოთხის ყველაზე მაღალ და საუკეთესო ადგილს.
სამოთხის ოთხი მდინარე არის წყლის, რძის, ღვინისა და თაფლის მდინარეები, რომლებიც მოხსენიებულია ყურანში, უზენაესი ალლაჰის სიტყვებში: {აი ნიმუში სამოთხისა, რომელიც მორწმუნეებს აღეთქვათ: მასშია მდინარენი სასმელის და მდინარენი რძისა, რომელსაც გემო არ ეცვლება, და მდინარენი ღვინისა საამურისა მსმელთათვის და მდინარენი დაწურული თაფლისა. და მათთვისაა იქ, ყოველგვარი ნაყოფი და მიტევება თავიანთი ღმერთისაგან. განა მსგავსია იმის, ვინც მარადიულად იქნება ცეცხლში, ვისაც დაარწყულებენ მდუღარე წყლით! და დაეფლითებათ ნაწლავები} [ სურა მუჰამმად, 15].
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

