თქვი: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, და დაგიმოწმებ მისით განკითხვის დღეს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: უთხრა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მის ბიძას: «თქვი: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, და დაგიმოწმებ მისით განკითხვის დღეს», ბიძამ უპასუხა: "თუ არა ყურაიშისგან დასაცინად, რომლებიც იტყოდნენ, რომ მე შიშის გამო ვთქვი ეს, მეც გავახარებდი შენს თვალს". შემდეგ ალლაჰმა გარდმოავლინა: {ჭეშმარიტად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზას იმას, ვინც გიყვარს. არამედ ალლაჰი ადგენს სწორ გზაზე, ვისაც ინებებს} [ალ-ყასას: 56]
Explanation
ალლაჰმა ამ დროს გარდმოავლინა აიათი, რომელიც მიუთითებს, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ ფლობს ხალხის დადგენას ისლამში. ეს მხოლოდ ალლაჰის ხელშია, რადგან მხოლოდ ალლაჰი ირჩევს, ვის უწინამძღვროს სწორ გზაზე. ხოლო მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საქმე არის მოუწოდოს, ასწავლოს და მოუხმოს სწორ გზაზე.
Benefits
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფლობს სწორი გზის მტკიცებულებას, მითითებას და არა ჭეშმარიტ გზაზე დადგენის წარმატებას.
ავადმყოფი ურწმუნოს მონახულება ისლამში დასაშვებია და წახალისებული ქმედებაა, განსაკუთრებით, თუ მიზანი მისი ისლამისკენ მოწოდებაა.
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისწრაფება იყო უზენაესი ალლაჰისკენ მოხმობა ყველა მდგომარეობაში.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

