, და მან დაამატა: „მე ვარ დიმამ იბნ სა'ლაბა, სა'დ ბინ ბაქრის ტომის ძმა
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ანასისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია რომ მან თქვა: როდესაც ჩვენ ვიჯექით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მეჩეთში, ერთი კაცი შემოვიდა აქლემით, გააჩერა ის მეჩეთში და მიაბა მასზე, შემდეგ ჰკითხა მათ: „რომელი ხართ მუჰამედი?“ მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხალხს შორის ხელზე დაყრდნობილი იჯდა, და ჩვენ ვუპასუხეთ: "ეს არის თეთრსახიანი კაცი, რომელიც ხელზე დაყრდნობილი ნახევრად წამოწოლილია". კაცმა უთხრა მას: " შენ ხარ აბდულმუტტალიბის ძე?“. მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: „უკვე გიპასუხე!“. კაცმა უთხრა: "მე დაგისვამ კითხვებს და ცოტა მკაცრად მოვიქცევი, გთხოვ არ განაწყენდე". მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "მკითხე, რაც გსურს! კაცმა ჰკითხა: "გეკითხები შენი ღმერთისა და შენს წინამორბედთა ღმერთის სახელით, ღმერთმა გამოგგზავნა ხალხისთვის?“ მან უპასუხა: „ო, ღმერთო, დიახ!" კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ვილოცოთ ხუთი დროის ლოცვა დღეღამეში?“ მან უპასუხა: "ო, ღმერთო დიახ!" კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ვიმარხოთ ეს თვე წელიწადიდან?“ მან უპასუხა: "ო, ღმერთო, დიახ!“. კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ეს (სადაყა) შემოწირულობა ავიღოთ ჩვენი მდიდრებისგან და განაწილდეს ჩვენს ღარიბებზე?“ მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: "ო, ღმერთო, დიახ!" კაცმა თქვა: "მე ვირწმუნე იმის, რითაც მოხვედი, და მე ვარ წარმომადგენელი ჩემი ხალხისგან", და მან დაამატა: „მე ვარ დიმამ იბნ სა'ლაბა, სა'დ ბინ ბაქრის ტომის ძმა".
Explanation
Benefits
მოციქულ მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კარგი ზნეობა და თბილი მიდგომა კითხვის დამსმელთან საუბრისას, ხოლო კარგი და ლამაზი პასუხი არის მოწოდების მიღების ერთ-ერთი მიზეზი.
დასაშვებია ადამიანის იდენტიფიცირება მისი კანის ფერის მიხედვით, მაგალითად, თეთრი ან წითელი, ასევე მისი სიმაღლის მიხედვით, როგორიცაა მაღალი ან დაბალი და სხვა მსგავსი თვისებების მიხედვით, რომლებიც არ გულისხმობენ ნაკლს. თუმცა, ეს დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ასეთი მიმართვით არასასიამოვნოდ არ იგრძნობს თავს.
ურწმუნოსთვის დასაშვებია მეჩეთში შესვლა საჭიროების შემთხვევაში.
ამ ჰადისში ჰაჯობა არ არის ნახსენები, რადგან შესაძლოა იმ დროს, როცა ეს კაცი მოვიდა, ჰაჯობა ჯერ არ იყო დაკანონებული.
საჰაბების მისწრაფება ხალხის ისლამისკენ მოხმობაში. ეს ჩანს იქიდან, რომ მან ისლამის მიღებისთანავე, თავისი ხალხის ისლამისკენ მოწოდებისკენ სწრაფვა დიწყო.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

