„აღდგომის დღეს მოიყვანენ სიკვდილს. ის იქნება თეთრი ვერძის
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): „აღდგომის დღეს მოიყვანენ სიკვდილს. ის იქნება თეთრი ვერძის სახით. შემდეგ მომხმობი გამოაცხადებს: 'ო, სამოთხის მკვიდრნო, იცნობთ ამას?' ისინი წაიწევენ კისრებს, აწევენ თავებს და მას დაინახავენ, იტყვიან: 'დიახ, ეს არის სიკვდილი'. რადგან ყველას მათგანს მოუხდა მისი ნახვა და მასთან შეხვედრა. შემდეგ მომხმობი გამოაცხადებს: 'ო, ცეცხლის მკვიდრნო, იცნობთ ამას?' ისინი წაიწევენ კისრებს, აწევენ თავებს და მას დაინახავენ, იტყვიან: 'დიახ, ეს არის სიკვდილი'. რადგან ყველა მათგანს მოუხდა მისი ნახვა და მასთან შეხვედრა. შემდეგ გაეცემა ბრძანება, რომ ის დაიკლას და ის დაიკვლება, რის შემდეგაც ეტყვიან: 'ო, სამოთხის მცხოვრებლებო, ახლა იქნება მარადისობა და აღარ იქნება სიკვდილი! ო, ცეცხლის მცხოვრებლებო, ახლა იქნება მარადისობა და აღარ იქნება სიკვდილი!» შემდეგ წაიკითხა აიათი : "და შეაგონე ისინი სინანულის დღით, როცა საქმე გადაწყვეტილი იქნება, მაგრამ ისინი უგულისხმონი არიან და არ სწამთ". [მარიამ: 39] ამქვეყნის მკვიდრნი, ესენი არიან უგულისყურონი { და მათ არ ირწმუნებენ} [მარიან: 39]
Explanation
Benefits
მკაცრი გაფრთხილება განკითხვის დღის შიშზე, რომ ის იქნება მწუხარების და სინანულის დღე.
განმარტება იმისა, რომ სამოთხის მცხოვრებლების სიხარული მუდმივია და ასევე ჯოჯოხეთის მცხოვრებლების მწუხარებაც მუდმივია.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

