როდესაც ალლაჰმა შექმნა სამოთხე და (ჯოჯოხეთის) ცეცხლი, მან გააგზავნა ჯიბრილი (მშვიდობა მას)
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც ალლაჰმა შექმნა სამოთხე და (ჯოჯოხეთის) ცეცხლი, მან გააგზავნა ჯიბრილი (მშვიდობა მას) სამოთხეში და უთხრა: „დაინახე ის და ის, რაც მოვამზადე მისი მკვიდრებისთვის.» ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) თქვა: «(ჯიბრილი) მივიდა იქ, დაინახა სამოთხე და ის, რაც ალლაჰმა მოამზადა მისი მკვიდრებისთვის"». ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) თქვა: «(შემდეგ ჯიბრილი) დაბრუნდა ალლაჰთან და თქვა: „ვფიცავ შენს სიდიადეს, ვინც კი მოისმენს სამოთხის შესახებ, მასში შევა!“ მაშინ ალლაჰმა ბრძანა, და სამოთხე გარშემორტყმული გახდა იმით, რაც ადამიანურ სულს არ უყვარს, შემდეგ უთხრა (ჯიბრილს): „დაბრუნდი და დაინახე ის, რაც მე მოვამზადე მისი მკვიდრებისთვის"». ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) თქვა: «"(ჯიბრილი) დაბრუნდა და დაინახა, რომ სამოთხე გარშემორტყმული იყო იმით, რაც არ უყვარს ადამიანურ სულს, შემდეგ დაბრუნდა ალლაჰთან და თქვა: "ვფიცავ შენს სიდიადეს, ახლა მე მეშინია, რომ მასში არავინ შევა!"» შემდეგ ალლაჰმა უთხრა: "დაბრუნდი და დაინახე (ჯოჯოხეთის) ცეცხლი და ის, რაც მე მოვამზადე მისი მკვიდრებისთვის". როდესაც მივიდა და დაინახა, რომ ცეცხლის ერთი ნაწილი მეორეზე იყო ამხედრებული, შემდეგ დაბრუნდა ალლაჰთან და თქვა: „ვფიცავ შენს სიდიადეს, ვინც კი მოისმენს მის შესახებ, მასში არ შევა!" შემდეგ ალლაჰმა უბრძანა და ცეცხლი გარშემორტყმული გახდა ვნებებით, შემდეგ უთხრა (ჯიბრილს): «დაბრუნდი მასთან» და ის დაბრუნდა მასთან, და შემდეგ როცა უკან მობრუნდა თქვა: „ვფიცავ შენს სიდიადეს, მე მეშინია, რომ არავინ გადაურჩება მას და უთუოდ შევა მასში"».
Explanation
Benefits
აუცილებელია ყოველი იმ უხილავის რწმენა, რითაც მოვიდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
სირთულეების წინაშე მოთმინების გამოვლენის მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ ეს არის გზა, რომელიც მიდის სამოთხისკენ.
აკრძალული საქმეებისგან თავის არიდების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არის ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა.
ის, რომ სამოთხე გარშემორტყმულია ადამიანური სულისთვის მიუღებელი სირთულეებით, ხოლო ჯოჯოხეთი ვნებებით — მიუთითებს იმაზე, რომ ამქვეყნიური ცხოვრება სავსეა გამოცდებით.
სამოთხისკენ მიმავალი გზა რთული და მძიმეა, ის მოითხოვს მოთმინებასა და ძალისხმევას რწმენასთან ერთად, მაშინ როცა ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა სავსეა მიწიერი სიამოვნებებითა და ვნებებით.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

