დაპირებულის გამოსასყიდი იგივე ფიცის გამოსასყიდია
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირისგან( ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დაპირებულის გამოსასყიდი იგივე ფიცის გამოსასყიდია».
Explanation
Benefits
დაფიცებულის გამოსასყიდი: ათი უპოვარის დაპურება ან მათი ტანსაცმლით შემოსვა ან ერთი მონის გათავისუფლება, ამ ყველაფრიდან ერთსაც თუ ვერ შეძლებს, მაშინ სამი დღის მარხვა.
ქაფფარის (გამოსყიდვის) დანიშნულების სიბრძნე ისაა, რომ მუსლიმმა პატივი სცეს ნაზრს (ფიცს), მას არ დაუბრუნდეს (არ დაარღვიოს იგი) და რომ ეს არ იყოს მის ენაზე მუდმივად.
შეფიცვის სახეობები: 1- ზოგადი შეფიცვა: როგორიცაა სიტყვები: (მე ვფიცავ ალლაჰს, თუ გამოვჯანმრთელდები) ამის შემდეგ გაჩუმდა და კონკრეტული რამე არ დაუფიცია, თუ ის გამოჯანმრთელდა მას აქვს დაფიცების გამოსასყიდი. 2- აღელვების და გაბრაზების დროს შეფიცვა: ეს არის როდესაც შეფიცებას რაიმე პირობას დაუდებს: როცა გულისხმობს რაიმე ქმედების აკრძალვას ან რაიმე ქმედების შესრულებას, როგორიცაა სიტყვები: (მე თუ შენ დაგელაპარაკე, მაშინ ერთი თვე ვიმარხებ), ამის დადგენილებაა: მას აქვს არჩევანის უფლება ან შეასრულოს ის, რა პირობაც დადო ან გადაიხადოს ფიცის გამოსასყიდი თუ დაილაპარაკა. 3 - ნებადართული შეფიცვა: მაგალითად: (ვფიცავ ალლაჰს, მე უნდა ჩავიცვა ტანსაცმელი), მისი დადგენილებაა: მას აქვს არჩევანის უფლება ან ჩაიცვას ტანისამოსი ან გადაიხადოს ფიცის გამოსასყიდი. 4 - მოუწონარი შეფიცვა: მაგალითად: (ვფიცავ ალლაჰს, მე გავშორდები ცოლს), მისი დადგენილებაა: სუნნაა მისთვის, რომ გადაიხადოს ფიცის გამოსასყიდი და არ შეასრულოს ის რაც დაიფიცა, და თუ მაინც შეასრულა, მაშინ მას აღარ ევალდებულება გამოსასყიდი. 5 - აკრძალული შეფიცვა: მაგალითად: (ვფიცავ ალლაჰს, მოვიპარავ), მისი დადგენილებაა: მისი შესრულება აკრძალულია და მან უნდა გადაიხადოს ფიცის გამოსასყიდი, და თუ მაინც შეასრულა, მას დაედება ცოდვა და აღარ ეკუთვნის გამოსასყიდი. 6 - მორჩილების შეფიცვა: მაგალითად: (ვციცავ ალლაჰს, რომ ვილოცებ) , მისი განზრახვაა ალლაჰთან სიახლოვე, თუ ის რაიმე პირობას დადებს, მაგალითად, ავადმყოფის გამოჯამრთელებას, მაშინ მისი შესრულება სავალდებულო გახდება თუ ეს პირობა შესრულდება, და თუ რაიმე პირობა არ დაუდია, ზოგადად მისი შესრულება სავალდებულოა.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

