როდესაც ალლაჰი შეიყვარებს რომელიმე მონას, ის უხმობს ჯიბრილს და ეუბნება: 'მე მიყვარს ესა და ეს, ამიტომ შენც შეიყვარე იგი, მაშინ ჯიბრილიც შეიყვარებს მას
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც ალლაჰი შეიყვარებს რომელიმე მონას, ის უხმობს ჯიბრილს და ეუბნება: 'მე მიყვარს ესა და ეს, ამიტომ შენც შეიყვარე იგი, მაშინ ჯიბრილიც შეიყვარებს მას, შემდეგ ზეცაში გამოაცხადებს: ალლაჰს უყვარს ესა და ეს, ამიტომ შეიყვარეთ ის.
და ზეცის მკვიდრნი მას შეიყვარებენ, ხოლო მიწაზე მას სიყვარული და მიღება მიენიჭება, მაგრამ როდესაც ალლაჰს სძულს ვინმე, ის უხმობს ჯიბრილს და ეუბნება: მე მძულს ესა და ეს, ამიტომ შენც შეიძულე იგი, მაშინ ჯიბრილი შეიძულებს მას და ზეცაში გამოაცხადებს: ალლაჰს სძულს ესა და ეს, ამიტომ შეიძულეთ იგი, მაშინ ზეცის მკვიდრებიც შეიძულებენ მას, და მიწაზე მის მიმართ სიძულვილი გავრცელდება».
Explanation
Benefits
ვისაც ალლაჰი შეიყვარებს, მას შეიყვარებენ როგორც ზეცაში, ისე მიწაზე. ხოლო ვისაც ალლაჰი შეიძულებს, მას შეიძულებენ როგორც ზეცაში, ისე მიწაზე.
ას-სინდიმ თქვა: «მის სიტყვებში „და მას მიწაზე მიღება მიენიჭება'', არ იგულისხმება ზოგადობა, არამედ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ისურვა ალლაჰმა მისთვის მიღება მიწაზე, როგორ შეიძლება ეს იყოს აბსოლუტური, როდესაც ცნობილია, რომ ბოროტნი მტრობენ კეთილშობილთ».
მოწოდება სიკეთის საქმეების სრულყოფილად შესრულებისკენ, მათი ყველა სახით – როგორც ვალდებულებები, ისე სუნნა, და გაფრთხილება ცოდვებისა და ბიდ’ათებისგან, რადგან ისინი ალლაჰის რისხვის მიზეზი შეიძლება გახდნენ.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ამ ჰადისიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ადამიანთა გულების სიყვარული ალლაჰის სიყვარულის ნიშანია. ამას ადასტურებს ჰადისი ჯანაზას შესახებ: ''თქვენ ხართ ალლაჰის მოწმენი მიწაზე''».
იბნ ალ-არაბი ალ-მაალიქიმ თქვა: «მიწის მკვიდრებში იგულისხმებიან ისინი, ვინც მას იცნობს, და არა ისინი, ვინც მას არ იცნობს ან მასზე არაფერი სმენია».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

