ვინც ცოდნა მიიღო, რომელიც უნდა იყოს მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის სახისთვის, მაგრამ ის სწავლობს მას მხოლოდ ამქვეყნიური სარგებლის მისაღებად, ასეთ ადამიანს ვერ ეღირსება სამოთხის სურნელის შეგრძნება აღდგომის დღეს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ცოდნა მიიღო, რომელიც უნდა იყოს მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის სახისთვის, მაგრამ ის სწავლობს მას მხოლოდ ამქვეყნიური სარგებლის მისაღებად, ასეთ ადამიანს ვერ ეღირსება სამოთხის სურნელის შეგრძნება აღდგომის დღეს», ვერ შეიგრძნობს სამოთხის სურნელს – ნიშნავს, რომ ის შორს იქნება სამოთხიდან და ვერ იგრძნობს მის კეთილსურნელებას.
Explanation
Benefits
მკაცრი გაფრთხილება შარიათის ცოდნის პირმოთნეობით გამოყენების ან ამქვეყნიური სარგებლის მისაღწევ საშუალებად ქცევის წინააღმდეგ, რადგან ეს დიდ ცოდვათა რიცხვს განეკუთვნება.
ვისაც ცოდნას უზენაესი ალლაჰისთვის ეძებს, ხოლო ამასთან ერთად ამქვეყნიური სიკეთეები მას თან მიჰყვება, ნებადართულია, რომ ის მიიღოს, და ეს არ ავნებს მას.
ას-სინდი ამბობს: «მისი სიტყვები "სამოთხის სურნელი" ნიშნავს სუნს, რაც მიანიშნებს სამოთხის სასტიკ აკრძალვაზე (ასეთი ადამიანისთვის), რადგან ვინც ვერ იგრძნობს რაიმე სურნელს, მას ვერ მიიღებს».
ვინც შეისწავლის ცოდნას, რომელიც უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ ალლაჰის სახისთვის, მაგრამ ამას აკეთებს სამსახურის ან სხვა ამქვეყნიური მიზნების მისაღწევად, მას ევალება გულწრფელი თაუბა (მონანიება) ალლაჰის წინაშე. ალლაჰი, თავისი უდიდესი მოწყალებითა და სიკეთით, მისგან წაშლის ამ ცოდვის გამო წარმოშობილ არასწორ განზრახვებს, რადგან ის – უზენაესი და უძვირფასესი, უდიდესი სიკეთის მფლობელია.
ეს გაფრთხილება შეეხება შარიათის ცოდნის მაძიებელს, ხოლო ის, ვინც ეძებს ამქვეყნიურ სწავლებებს, როგორიცაა საინჟინრო, ქიმია და სხვა, ამქვეყნიური სარგებლისთვის, მას ასეთი განზრახვის უფლება აქვს.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

