افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم.
#6093[სანდო (საჰიჰ)]
HadeethEnc · 1.21.0

ვინც სამჯერ იტყვის: 'ბისმილლაჰ, რომლის სახელითაც არაფერი ზიანს არ მიაყენებს არც მიწაზე და არც ცაში, რადგან ის არის ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნე!' საღამოს, მას მოულოდნელი უბედურება არ შეემთხვევა დილამდე. ხოლო ვინც ამას სამჯერ უტყვის დილით

Available translations

Choose an available translation of this Hadeeth

01

Hadeeth text

აბან იბნ უსმანი გადმოსცემს, რომ მან თქვა: «მე გავიგონე, რომ უსმან იბნ აფფანმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ‘მე გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც სამჯერ იტყვის: 'ბისმილლაჰ, რომლის სახელითაც არაფერი ზიანს არ მიაყენებს არც მიწაზე და არც ცაში, რადგან ის არის ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნე!' საღამოს, მას მოულოდნელი უბედურება არ შეემთხვევა დილამდე. ხოლო ვინც ამას სამჯერ უტყვის დილით, მას მოულოდნელი უბედურება არ შეემთხვევა საღამომდე». აბან იბნ უსმანს პარალიზი დაატყდა თავს, და ადამიანი, რომელმაც ეს ჰადისი მისგან მოისმინა, გაოცებით შეხედა მას. აბანმა უთხრა: "რატომ მიყურებ ასე? ვფიცავ ალლაჰს, მე არ მოვიტყუე უსმანზე, და უსმანმა არ მოიტყუა მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მაგრამ იმ დღეს, როდესაც ეს უბედურება შემემთხვა, მე გაბრაზებული ვიყავი და ეს ვედრება დამავიწყდა».
02

Explanation

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ვინც ყოველ დილით მზის ამოსვლის შემდეგ და ყოველ საღამოს მზის ჩასვლამდე სამჯერ ეტყვის: „ბისმილლაჰ“ — ალლაჰის დახმარებისა და დაცვის სათხოვნელად ნებისმიერი ზიანისგან, — „რომლის სახელითაც არაფერი ზიანს არ მიაყენებს არც მიწაზე“ — მიწაზე მომხდარი უბედურებებისგან, — „და არც ცაზე“ — ციდან მოვლენილი განსაცდელებისგან, — „რადგან ის არის ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნე“ — იქნება ალლაჰის დაცვის ქვეშ. ალლაჰი ისმენს ჩვენს სიტყვებს და იცის ჩვენი მდგომარეობა.

ვინც საღამოს წარმოთქვამს ამ ლოცვას, მას დილამდე მოულოდნელი უბედურება არ დაატყდება თავს. ხოლო ვინც დილით წარმოთქვამს, საღამომდე იქნება ალლაჰის დაცვის ქვეშ და მოულოდნელი უბედურება არ შეეხება.

აბან იბნ უსმანს დაემართა პარალიზი — სხეულის ერთ მხარეს სისუსტე. ადამიანი, რომელმაც მისგან ეს ჰადისი მოისმინა, გაოცებით შეხედა მას. მაშინ აბანმა უთხრა: "რატომ მიყურებ ასე? ვფიცავ ალლაჰს, მე არ მოვიტყუე უსმანზე, და უსმანმა არ მოიტყუა მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). მაგრამ იმ დღეს, როცა ეს განსაცდელი შემემთხვა, გაბრაზებული ვიყავი და დამავიწყდა ამ სიტყვების წარმოთქმა.
03

Benefits

სასურველია ამ ზიქრის დილას და საღამოს წარმოთქმა, რათა ადამიანი ალლაჰის დაცვის ქვეშ იყოს და მოულოდნელი უბედურებების, განსაცდელების ან სხვა გამოცდებისგან იყოს დაცული.
პირველი მართმორწმუნე წინაპრების (სალაფების) ღრმა რწმენა ალლაჰისადმი და მათი სრული დარწმუნებულობა იმაში, რაც ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოახსენა.
ზიქრის დილას და საღამოს წარმოთქმის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის იცავს მუსლიმს უგულისყურობისგან და მუდმივად ახსენებს, რომ ის უზენაესი ალლაჰის მონაა.
ზიქრის შედეგი დამოკიდებულია ალლაჰის ხსენების რწმენის სიძლიერეზე, მისი გულის მორჩილებასა და ყურადღებაზე, ასევე გულწრფელობასა და დარწმუნებულობაზე.

Attribution

[გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში, იბნ მააჯამ და აჰმადმა]

Categories

Share

Share hadeeth

Sharing options · 0 Total shares

Share

← Back to encyclopedia
Shopping Basket

Loading...