მე შენს შემდეგ ოთხი სიტყვა სამჯერ ვთქვი, რომლებსაც თუ მას აწონი და შენს მთელი დღის განმავლობაში ნათქვამს შევადარებთ, ისინი მას გააწონასწორებენ
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია მორწმუნეთა დედისგან, ჯუვაირიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ დილას გამოვიდა მისი სახლიდან განთიადის ლოცვის შემდეგ, ხოლო მისი ცოლი იქვე დარჩა რადგან იგი მეჩეთში იყო, შემდეგ, როცა სრულად გათენდა, ის დაბრუნდა და დაინახა, რომ იგი ისევ იგივე მდგომარეობაში იჯდა, ალლაჰის შუამავალმა უთხრა: «ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაში ხარ, როგორშიც დაგტოვე?» მან უპასუხა: "დიახ, მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «მე შენს შემდეგ ოთხი სიტყვა სამჯერ ვთქვი, რომლებსაც თუ მას აწონი და შენს მთელი დღის განმავლობაში ნათქვამს შევადარებთ, ისინი მას გააწონასწორებენ: "წმინდა არის ალლაჰი, ქება-დიდება მას იმდენი, რამდენი ქმნილებაც მან შექმნა, და რამდენიც მას შეეფერება და მის ტახტრევანს, დაე, ეს ქება მისდამი იყოს იმდენი, რამდენი სიტყვაც მას აქვს"».
Explanation
Benefits
ალლაჰის ხსენება სხვადასხვაგვარია და ზოგი მათგანი უკეთესია სხვებზე.
იმამ ან-ნავავი ამბობს სიტყვა( სუბჰაან ალლაჰი ვა ბიჰამდიჰი მიდაადა ქალიმაათიჰი): «ამით მოწმდება რაოდენობის უსაზღვროობა, პირველად ნახსენებია ქმნილებების რიცხვი, რაც დიდი რაოდენობით დათვლადია, შემდეგ ხსენების დონე ალლაჰის ტახტის წონამდე ადის, და ბოლოს, სხენება იმ დონემდე მაღლდება, რაც ადამიანის აღრიცხვას აღემატება და შეუზღუდავია, როგორც ალლაჰის სიტყვების მელანი რომლის დასასრული არ არსებობს».
იბნ ალ-ყაიმმა თქვა: «როდესაც ზიქრის აღმსრულებელი ამბობს: „სუბჰაან ალლაჰი ვა ბი ჰამდიჰი.“ და ა.შ. მის გულში ჩნდება ღმერთის შეცნობა, ალლაჰის ყოველგვარი ნაკლისგან განწმენდა და მისი სიდიადის აღიარება იმ რაოდენობით, რაც ზიქრშია აღნიშნული, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც გულში ჩნდება მხოლოდ „სუბჰაან ალლაჰ“-ის თქმისას მხოლოდ».
მითითება მოკლე, მაგრამ ღრმა მნიშვნელობის მქონე სიტყვებისკენ, რომლებიც მცირე რაოდენობის სიტყვებით უზარმაზარი წყალობა და ჯილდო მოაქვთ.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

