თქვი: ღმერთო ჩემო, მაკმარე შენი ნებადართული და შორს მამყოფე აკრძალულისგან, მომეცი სარჩო შენი წყალობით და ნუ დამტოვებ ნურავის იმედად შენს გარდა
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია ალი იბნ აბი ტალიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მასთან მოვიდა მონა, რომელიც გათავისუფლებაზე შეთანხმდა და უთხრა: «ვერ ვახერხებ ჩემი გათავისუფლების შეთანხმების პირობების შესრულებას, დამეხმარე». ალიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უპასუხა: «არ გინდა გასწავლო ისეთი სიტყვები, რომლებსაც ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასწავლიდა, თუნდაც შენზე სირის მთის ოდენა ვალი ყოფილიყო, ალლაჰი დაგეხმარებოდა მის გადახდაში?» შემდეგ მან თქვა: «თქვი: ღმერთო ჩემო, მაკმარე შენი ნებადართული და შორს მამყოფე აკრძალულისგან, მომეცი სარჩო შენი წყალობით და ნუ დამტოვებ ნურავის იმედად შენს გარდა».
Explanation
Benefits
მცოდნე და უზენაესი ალლაჰისკენ მომწოდებელმა ადამიანებმა უნდა ასწავლონ და მიუთითონ საზოგადოებას იმისკენ, რაც მათ დაეხმარება იმ პრობლემების გადაჭრაში, რაც მათ გააჩნიათ.
მოწოდება მონობაში მყოფი ადამიანებზე დახმარებისკენ.
მოწოდება ამ ვედრების შესწავლისკენ, და მისით ვედრება ალლაჰზე.
ჰალალი სარჩო თუნდაც იყოს მცირე, ბევრად სასიკეთოა, ვიდრე ჰარამი სარჩო, თუნდაც იყოს ბევრი.
ადამიანი მხოლოდ ალლაჰის იმედად უნდა იყოს და არა სხვა ადამიანების.
მოწოდება, რომ მთხოვნელს დაუბრუნოთ კარგი პასუხი, თუ მასზე მისაცემი არაფერი გეგულება.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

