افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم. افتتاح البرنامج الدعوي السبت القادم، ٩ / ٣ / ١٤٤٨هـ بعد صلاة الفجر مباشرة مسجد محمد بن إبراهيم، الجامعة الإسلامية بالمدينة المنورة فضيلة الشيخ د. هيثم بن محمد سرحان دورة اليوم الواحد، وختم كتاب كل سبت بإذن الله حياكم الله ونفع بكم.
#58148[სანდო (საჰიჰ)]
HadeethEnc · 1.21.0

სამი კატეგორიის ადამიანზე აწეულია კალამი: მძინარეზე — სანამ გაიღვიძებს, ბავშვზე — სანამ სექსუალურ სიმწიფეს მიაღწევს, და შეშლილზე — სანამ გონს მოეგება

Available translations

Choose an available translation of this Hadeeth

01

Hadeeth text

გადმოცემულია 'ალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სამი კატეგორიის ადამიანზე აწეულია კალამი: მძინარეზე — სანამ გაიღვიძებს, ბავშვზე — სანამ სექსუალურ სიმწიფეს მიაღწევს, და შეშლილზე — სანამ გონს მოეგება».
02

Explanation

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მვიდობა მას) გვამცნო, რომ შარიათის ვალდებულებები ადამის შთამომავლობაზე ვრცელდება, გარდა ამ სამი კატეგორიისა:

პირველი: ბავშვი, სანამ არ გაიზრდება და არ მიაღწევს სექსუალურ სიმწიფეს.

მეორე: შეშლილი, გონებას მოკლებული ადამიანი, სანამ გონება არ დაუბრუნდება.

მესამე: მძინარე, სანამ არ გაიღვიძებს.

ამგვარად, მათგან ვალდებულება მოხსნილია, და მათი ცოდვილი ქმედებები არ იწერება. თუმცა პატარა ბავშვისთვის სიკეთე იწერება, განსხვავებით შეშლილისა და მძინარისგან, რადგან ისინი არ მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, ვისგანაც თაყვანისცემა შეიძლება იყოს მიღებული შეგნების არქონის გამო.
03

Benefits

ადამიანის პასუხისმგებლობის მოხსნა ხდება ან ძილის გამო, რომელიც ართმევს მას შესაძლებლობას გაიღვიძოს თავისი მოვალეობების შესასრულებლად, ან ახალგაზრდობისა და ბავშვობის გამო, როდესაც მას ჯერ კიდევ არ აქვს სრული უნარი, ან სიგიჟის გამო, რომელიც არღვევს მის გონებრივ ფუნქციებს, ან მსგავსი მდგომარეობების, მაგალითად, სიმთვრალის გამო. ვინც კარგავს განსხვავების უნარს და სწორ აღქმას ამ სამიდან ერთი მიზეზის გამო, მას პასუხისმგებლობა მოეხსნება. ალლაჰმა თავისი სამართლიანობის, მოთმინებისა და მოწყალების გამო, მოხსნა მათგან პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ისინი ჩაიდენენ, იქნება ეს შეცდომა თუ გულგრილობა უზენაესი ალლაჰის უფლების მიმართ.
ის, რომ მათ ცოდვები არ ეწერებათ, არ ეწინააღმდეგება ზოგიერთი საერო განკარგულების მათზე გავრცელებას; მაგალითად, თუ შეშლილი მოკლავს ვინმეს, მასზე არ ვრცელდება სასჯელი ან ქაფფარა (გამოსყიდვა), მაგრამ მისი ნათესავები (მამის მხრიდან)ვალდებულები არიან გადაიხადონ სისხლის საფასური (დია).
სექსუალური სიმწიფის სამი ნიშანია: სპერმის გამოყოფა, იქნება ეს სიზმრების საშუალებით თუ სხვაგვარად, ბოქვენის თმის ამოსვლა ან 15 წლის ასაკის მიღწევა. ქალებში მეოთხე ნიშანი ემატება: მენსტრუაცია.
ას-სუბქიმ თქვა: «"ალ-საბი (ბავშვი მამრ.სქ.)იგივეს ნიშნავს რაც ღულაამ.“ სხვებმა თქვეს: „ბავშვს, რომელიც დედის მუცელშია, ეწოდება ჯანიინ (ნაყოფი), ხოლო როცა დაიბადება, ეწოდება საბიი (ბავშვი). ძუძუს წოვის შეწყვეტის შემდეგ მას ღულაამ ეწოდება შვიდ წლამდე. შემდეგ მას იაფი' (მოზარდი ბავშვი რომელიც სქესობრივად არ მომწიფებულა) ეწოდება ათ წლამდე, ხოლო თხუთმეტ წლამდე ჰაზაუარ ( ძლიერი მოზარდი ბიჭი)". უდავოა, რომ ყველა ამ ეტაპზე მას მაინც საბიი (ბავშვი) ეწოდება,“ — თქვა ას-სუიუტიმ.

Attribution

[გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში, იბნ მააჯამ და აჰმადმა]

Categories

Share

Share hadeeth

Sharing options · 0 Total shares

Share

← Back to encyclopedia
Shopping Basket

Loading...