HadeethEnc · 1.21.0
თქვენგან არავინ არ ილოცოს ერთ სამოსში ისე, რომ მის მხრებზე არაფერი იყოს
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენგან არავინ არ ილოცოს ერთ სამოსში ისე, რომ მის მხრებზე არაფერი იყოს».
02
Explanation
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა მას, ვინც ერთ სამოსში ლოცულობს, მას მხრები შიშველი ჰქონდეს – მხრებსა და კისერს შორის ადგილი ისე, რომ მასზე არაფერი იყოს დაფარებული. მიუხედავად იმისა, რომ მხრები არ მიეკუთვნება სავალდებულო საფარველის არეს ('აურათს), მათი დაფარვა ხელს უწყობს სხეულის უკეთეს დაფარვას, და ეს უფრო მეტად გამოხატავს ალლაჰის წინაშე პატივისცემასა და მოწიწებას ლოცვისას.
03
Benefits
ლოცვა ერთ სამოსელში ნებადართულია, თუ იგი ფარავს იმას, რაც აუცილებელია დასაფარად.
ლოცვა ნებადართულია ორ სამოსელში: ერთით ტანის ზედე ნაწილის დაფარვა, ხოლო მეორეთი ქვედა ნაწილის დაფარვა.
სასურველია, რომ მლოცველი იყოს კარგი და მოწესრიგებული სახით.
ლოცვის დროს აუცილებელია ორივე მხრის ან ერთის დაფარვა, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს. ზოგი სწავლული მიიჩნევს, რომ ეს აკრძალვა მოკრძალების რეკომენდაციის კატეგორიას ეკუთვნის.
საჰაბებს (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ხელთ მცირე რაოდენობის ქონება ჰქონდათ, იმდენად, რომ ზოგიერთ მათგანს ორი სამოსიც კი არ გააჩნდა.
იმამ ან-ნავავი განმარტავს ამ ჰადისის მნიშვნელობას შემდეგნაირად: «მისი სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ თუ ადამიანი მხოლოდ ქვედა სამოსელით (იზარით) ლოცულობს და მისი ნაწილი მხრებზე არ არის დაფარებული, არსებობს საფრთხე, რომ მისი 'ავრათი გაიხსნება. მაშინ, როცა ის სამოსის ნაწილს მხრებზე მოათავსებს, ეს რისკი მცირდება. ასევე, თუ ადამიანი მხოლოდ იზარით ლოცულობს, შესაძლოა, მას ხელით მისი დაჭერა დასჭირდეს, რაც ხელს შეუშლის ლოცვის სუნნას, მაგალითად, მარჯვენა ხელის მარცხენაზე დადებას მკერდქვეშ, ხელების აწევას თაყვანისცემის დროს და სხვა სუნნათ ქმედებებს. გარდა ამისა, ეს ნიშნავს, რომ მლოცველი ზედა ტანსა და სილამაზის ადგილს უგულებელყოფს, მაშინ, როცა უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «შეიმოსეთ საუკეთესო სამოსით ყოველ სალოცავთან» (ალ-ა'რაფ: 31)

Attribution
[შეთანხმებული]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares