ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელი ისლამი არის საუკეთესო? მან უპასუხა: «რომ გამოკვებო ხალხი და მიესალმო მას, ვისაც იცნობ და მას, ვისაც არ იცნობ
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელი ისლამი არის საუკეთესო? მან უპასუხა: «რომ გამოკვებო ხალხი და მიესალმო მას, ვისაც იცნობ და მას, ვისაც არ იცნობ».
Explanation
პირველი: მშიერთა გამოკვებაზე ზრუნვა, რაც მოიცავს შეწირულობას, საჩუქრის მიცემას, სტუმრების მიღებასა და თავშეყრის მოწყობას. საჭმლის მიწოდების მადლი განსაკუთრებით ძლიერდება შიმშილის დროს ან როდესაც ფასები ძალიან მაღალია.
მეორე: სალამის გავრცელება ყველა მუსლიმისთვის, იქნება ეს ნაცნობი თუ უცნობი.
Benefits
მისალმება და საჭმლის მიწოდება ისლამში საუკეთესო საქმეებს მიეკუთვნება, მათი დიდი ღირსებისა და ადამიანების მუდმივი საჭიროების გამო.
ამ ორი თვისებით (სალამი და საჭმლის მიწოდება) სიტყვითა და ქმედებით კეთილშობილება ერთიანდება, რაც სრულყოფილი სიკეთეა.
ეს თვისებები შეეხება მუსლიმთა ურთიერთობებს ერთმანეთთან, მაგრამ არსებობს თვისებები, რომლებიც ეხება ადამიანის ურთიერთობას თავის ღმერთთან.
მისალმების დაწყება კონკრეტულად მუსლიმებს შორისაა და არ შეიძლება ურწმუნოზე მისალმება დაიწყოს პირველმა მორწმუნემ.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

