ერთი კაცი მივიდა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: ას-სალამუ ალეიქუმ, სალამი დაუბრუნა, და შემდეგ ის დაჯდა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ათი
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
იმრან იბნ ჰუსაინ (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს და ამბობს: «ერთი კაცი მივიდა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)
და უთხრა: ას-სალამუ ალეიქუმ, სალამი დაუბრუნა, და შემდეგ ის დაჯდა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ათი» შემდეგ მეორე კაცი მოვიდა და თქვა: ას-სალამუ ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰ, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სალამი დაუბრუნა, და ისიც დაჯდა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ოცი» შემდეგ მესამე კაცი მოვიდა და თქვა: ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სალამი დაუბრუნა, და თქვა: «ოცდაათი».
Explanation
Benefits
მადლის გაზრდა მისალმების სიტყვების დამატებით.
სრულყოფილი მისალმებაა: ასსალამუ ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, საუკეთესო პასუხია: ვა ალაიქუმ ასსალამ ვა რაჰმათულლაჰი ვაბარაქაათუჰ.
მისალმებისა და პასუხის ხარისხები განსხვავებულია, შესაბამისად განსხვავდება ჯილდოც.
ხალხისთვის სიკეთის სწავლება და მათთვის საუკეთესოს მიღწევის შეხსენება.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «თუ მიმსალმებელი დაამატებს (ვა რაჰმათულლაჰ) სასურველია, რომ საპასუხოდ დაემატოს (ვაბარაქაათუჰ). მაგრამ თუ ის დაამატებს (ვა ბარაქაათუჰ), დაშვებულია თუ არა საპასუხოდ რაიმის დამატება? და ასევე, თუ მიმსალმებელი გადააჭარბებს ვა ბარაქაათუჰს, არის თუ არა ეს დაშვებული? მაალიქმა „ალ-მუვატტაში“ გადმოიტანა იბნ აბასის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) სიტყვები: "სალამი დამთავრდა ბარაქაზე"».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

