ო ალლაჰ, შენთან ვეძებ თავშესაფარს ვალის მძიმე ტვირთისგან, მტრებთან დამარცხებისგან და მათი სიხარულისგან ჩემი უბედურების გამო
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-ას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ სიტყვებით ევედრებოდა: «ო ალლაჰ, შენთან ვეძებ თავშესაფარს ვალის მძიმე ტვირთისგან, მტრებთან დამარცხებისგან და მათი სიხარულისგან ჩემი უბედურების გამო».
Explanation
პირველი: ო ალლაჰო, შენთან ვეძებ თავშესაფარს და შენზე ვამყარებ ჩემს იმედს, არა ვინმეზე, არამედ მხოლოდ შენზე, ვალის მძიმე ტვირთისგან, მისი ზეწოლის, შეშფოთებისა და სირთულისგან, გთხოვ, დამეხმარო მის დაფარვასა და გასწორებაში.
მეორე: (მტრებთან დამარცხებისგან) მათი ზეწოლისა და ძალმომრეობისგან. გთხოვ, დამიცავი მათი ზიანისგან და მომმადლე გამარჯვება მათზე.
მესამე: (მტრების სიხარულისგან) იმ უბედურებებისა და განსაცდელის გამო, რაც მუსლიმებს ადგებათ.
Benefits
ზოგადად აღებული ვალი პრობლემა არ არის; პრობლემა იქმნება მაშინ, როდესაც ადამიანი ვერ შეძლებს ვალის გასტუმრებას. სწორედ ეს არის მძიმე და დამთრგუნველი ვალი.
ადამიანი უნდა მოერიდოს ისეთ საქმეებს, რომლებიც იწვევენ მის დაცინვას ან დაწუნვას.
ურწმუნოთა მტრობა მორწმუნეებისადმი და მათი სიხარული მორწმუნეებს თავს დამტყდარი უბედურებების გამო.
მტრების მიერ ადამიანის უბედურებაზე სიხარულის გამოხატვა თავად უბედურებას კიდევ უფრო ამძიმებს.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

