ო, ალლაჰ! მოაწესრიგე ჩემი რელიგია, რომელიც ჩემი საქმეების დაცვას წარმოადგენს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ო, ალლაჰ! მოაწესრიგე ჩემი რელიგია, რომელიც ჩემი საქმეების დაცვას წარმოადგენს, მოაწესრიგე ეს სამყარო, რომელშიც მე ვცხოვრობ, და მოაწესრიგე მარადიული სამყარო, სადაც დავბრუნდები. აქციე ჩემი ცხოვრება ისეთი, რომ მხოლოდ სიკეთე შემმატოს, და აქციე ჩემი სიკვდილი დასვენებად ყოველგვარი ბოროტებისგან!».
Explanation
„ო, ალლაჰ, მოაწესრიგე ჩემი რელიგია“ — ანუ მიბოძე წარმატება, რათა დავიცვა მისი წესები საუკეთესოდ და სრულყოფილად.
„რომელიც ჩემი საქმეების დაცვას წარმოადგენს“ — რადგან რელიგია იცავს ჩემს ყველა საქმეს. თუ ჩემი რელიგია დაზიანდება, მაშინ ჩემი საქმეებიც დაზიანდება, და მე ვიქნები წაგებული და შერცხვენილი. რადგან რელიგიის მოწესრიგება შეუძლებელია ამქვეყნიური ცხოვრების მოწესრიგების გარეშე, მოციქულმა დაამატა:
„მოაწესრიგე ეს სამყარო ჩემთვის“ — მიბოძე ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, საკვები, მართალი მეუღლე, ღვთისმოსავი შთამომავლობა და ყველაფერი, რაც მჭირდება. დაე, ეს ყველაფერი იყოს ნებადართული და ხელი შემიწყოს შენდამი მორჩილებაში. შემდეგ მოციქულმა ახსენა თავისი თხოვნის მიზეზი ამქვეყნიური ცხოვრების მოწესრიგებისთვის და თქვა:
„რომელშიც მე ვცხოვრობ“ — ანუ ეს არის ჩემი საცხოვრებელი ადგილი და ჩემი ამქვეყნად ცხოვრების დრო.
„მოაწესრიგე მარადიული სამყარო ჩემთვის, სადაც დავბრუნდები“ — ანუ ჩემი დაბრუნება შენკენ. მარადიული ცხოვრების მოწესრიგება მდგომარეობს მართალ საქმეებში, ალლაჰის მიერ მინიჭებულ დახმარებასა და ხელშეწყობაში თაყვანისცემისთვის, გულწრფელობაში და ამქვეყნიური ცხოვრების კეთილად დასრულებაში.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მარადიული ცხოვრება ახსენა ამქვეყნიური ცხოვრების შემდეგ, რადგან ამქვეყნიური ცხოვრება არის საშუალება მარადიული ცხოვრების მოწესრიგებისთვის. ვინც თავის ამქვეყნიურ ცხოვრებაში იქნება მართალი და მიჰყვება ალლაჰის ბრძანებებს, ის მოიპოვებს სიმართლესა და კეთილდღეობას მარადიულ ცხოვრებაში და იქ იქნება ბედნიერი.
„და აქციე ცხოვრება“, და ხანგრძლივი ცხოვრება, (მხოლოდ) სიკეთის შემმატებლად“, რათა შევძლო მართალი საქმეების გამრავლება. „და აქციე სიკვდილი“, და მისი სწრაფი დადგომა, „დასვენებად (განთავისუფლებად) ჩემთვის ყოველგვარი ბოროტებისგან“, განსაცდელების, ცდუნებების, ცოდვებისა და უგულისყურობისგან, ასევე ამქვეყნიური ცხოვრების სიმძიმეებისა და მწუხარებებისგან გათავისუფლებად და სიმშვიდის შეძენად.
Benefits
რელიგია წარმოადგენს ადამიანის დაცვას, რომელიც იცავს მას ყოველგვარი ბოროტებისგან.
ვედრება ამქვეყნიური სიკეთეების შესახებ მიმართულია რელიგიის მოწესრიგებაზე და მარადიული ცხოვრების კეთილდღეობის მიღწევაზე.
არ არის მოუწონარი ალლაჰისგან სიკვდილის თხოვნა რელიგიაში განსაცდელის შიშის გამო ან სიკვდილის სურვილი ალლაჰის გზაზე მოწამეობის (შაჰადობის) მიღწევისთვის.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

