მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა», ხოლო როდესაც ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს ჯოჯოხეთში, მან უპასუხა: «ენა და სასქესო ორგანო».
Explanation
ალლაჰის შიში და კარგი ზნეობა.
ღვთისმოშიშობა — ეს არის, როცა შენ აღმართავ ბარიერს შენსა და ალლაჰის სასჯელს შორის, იმის შესრულებით, რაც მან გიბრძანა და იმისგან გაფრთხილებით, რაც ალლაჰმა აკრძალა.
კეთილზნეობა — ეს არის კეთილგანწყობილი და ღიმილიანი სახე, სიკეთის კეთება და სხვებისთვის ზიანის მიყენებისგან თავშეკავება.
და ასევე ჯოჯოხეთში შესვლის უდიდესი მიზეზი არის ორი, ესენია:
ენა და სასქესო ორგანო.
ენის ზიანი არის: ტყუილი, ზურგს უკან სხვაზე ცუდის თქმა, ჭორაობა, და ა.შ.
სასქესო ორგანოს ზიანი არის: მრუშობა, მამათმავლობა და სხვა.
Benefits
ენის საშიშროება ის არის, რომ ის არის ჯოჯოხეთში შესვლის მიზეზი.
ვნებებისა და გარყვნილების საშიშროება ის არის, რომ ის არის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჯოჯოხეთში მოხვედრის.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

