განკითხვის დღეს მოიყვანენ ერთ კაცს და ჩააგდებენ ჯოჯოხეთში, და მისი ნაწლავები გადმოიფცქვნება. ის იტრიალებს მათ გარშემო, როგორც ვირი ტრიალებს წისქვილის გარშემო
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია უსამა იბნ ზაიდისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) რომ მას უთხრეს: "რატომ არ შედიხარ 'უსმანთან და არ დაელაპარაკები მას?" მან უპასუხა: "ნუთუ ფიქრობთ, რომ მე მას არ ვესაუბრები თუ
თქვენ არ მოგასმენინებთ( რომ მას მართლაც ვესაუბრები)? ალლაჰზე ვფიცავ, მე უკვე ვესაუბრე მას პირისპირ(ჩვენ ორს შორის), ისე, რომ არაფერი გამიკეთებია, რაც არ მსურდა პირველი გამეკეთებინა. და მე არ ვიტყვი არც ერთ მათგანს, ვინც დაინიშნება ჩემს ზემოთ მმართველად, რომ ის არის საუკეთესო ადამიანი, მას შემდეგ, რაც მოვისმინე მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვები, რომელმაც თქვა: «განკითხვის დღეს მოიყვანენ ერთ კაცს და ჩააგდებენ ჯოჯოხეთში, და მისი ნაწლავები გადმოიფცქვნება. ის იტრიალებს მათ გარშემო, როგორც ვირი ტრიალებს წისქვილის გარშემო. ჯოჯოხეთის მაცხოვრებლები შეიკრიბებიან მის გარშემო და ჰკითხავენ: "ეი, ეს და ესო! რა დაგემართა? ნუთუ შენ არ მოუწოდებდი სიკეთისკენ და არ აფრთხილებდი ბოროტებისგან?" ის პასუხობს: "დიახ, მე მოვუწოდებდი სიკეთისკენ, მაგრამ თავად არ ვასრულებდი მას, და ვკრძალავდი ბოროტებას, მაგრამ თავად ვჩადიოდი მას».
Explanation
შემდეგ უსამა იბნ ზეიდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) განაცხადა, რომ იგი მიმართავდა მმართველებს რჩევებით პირისპირ და არ იჩენდა მლიქვნელობას არავის მიმართ, თუნდაც მმართველის მიმართ. ის არ უწონებდა მათ და არ აქებდა მათ, სიმართლისგან გადახვევით, მას შემდეგ, რაც მოისმინა მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ სასჯელის დღეს მოიყვანენ ერთ ადამიანს და ჩააგდებენ ცეცხლში. მისი ნაწლავები სწრაფად გამოვა მისი მუცლიდან სიცხისა და ტანჯვის გამო, და ამ მდგომარეობაში ის თავის ნაწლავებში ტრიალებს ჯოჯოხეთში, როგორც ვირი ტრიალებს წისქვილის ქვის გარშემო. ჯოჯოხეთის მაცხოვრებლები შემოიკრიბებიან მის გარშემო და ჰკითხავენ: ო, ასეთო და ასეთო! ნუთუ შენ არ მოუწოდებდი სიკეთისკენ და კრძალავდი აუგს?!
და ის პასუხობს: დიახ, მე მოვუხმობდი სიკეთისკენ, მაგრამ თვითონ არ ვასრულებდი მას. ვუკრძალავდი ბოროტებას, მაგრამ თვითონ ვჩადიოდი მას.
Benefits
მკაცრი მუქარა იმათთვის, ვისი სიტყვებიც ეწინააღმდეგება მათ საქმეებს.
მმართველების პატივისცემა და მათთან თავაზიანი მოპყრობა, აგრეთვე სიკეთისკენ მოწოდება და ბოროტებისგან შეკავება.
ამირებისადმი სიმართლის საკითხში პირფერობის დაგმობა და ის, როცა ადამიანი უჩვენებს იმას, რაც მისი შინაგანი შეხედულებების საწინააღმდეგოა, როგორც ცრუ ქებასა და პირფერობაში.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

