ორი წყალობაა, რომელსაც ადამიანები სათანადოდ არ აფასებენ: ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ორი წყალობაა, რომელსაც ადამიანები სათანადოდ არ აფასებენ: ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო».
Explanation
Benefits
იბნ ალ-ხააზინმა თქვა: «წყალობა არის ის, რითაც ადამიანი ტკბება და რაც სიამოვნებას ანიჭებს. ხოლო სიტყვა "ღაბნ" აღნიშნავს იმ შემთხვევას, როდესაც ადამიანი რაღაცას ყიდულობს ზედმეტად ძვირად, ან, პირიქით, ყიდის იაფად, ჩვეულებრივ ფასზე დაბალ ფასად. შესაბამისად, თუ ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელი სხეული აქვს და უამრავი საქმით არ არის გადატვირთული, მაინც არ ცდილობს საიქიოში ბარაქიანი ცხოვრება უზრუნველყოს, მაშინ ის ჰგავს მას, ვინც ვაჭრობაში მოტყუებულ იქნა».
მოწოდება ჯანმრთელობისა და თავისუფალი დროის ალლაჰთან დაახლოებისთვის გამოყენებისკენ და კეთილი საქმეების აღსრულებისკენ, სანამ დრო არ გაგვისწრებს და შესაძლებლობა არ დაიკარგება.
ალლაჰის წყალობაზე მადლობის გადახდა იქნება მის გამოყენებით უზენაესი ალლაჰის მორჩილებაში.
ალ-ყაადიმ და აბუ ბაქრ ალ-'არაბიმ თქვეს: «აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმათთან დაკავშირებით თუ რა არის ალლაჰის ყველაზე დიდი წყალობა, რომელიც თავის მსახურს უწყალობა: ითქვა რომ: რწმენა, ასევე ითქვა: სიცოცხლე. ასევე ითქვა: ჯანმრთელობა. ყველაზე სწორი მოსაზრება არის პირველი, რადგან ეს არის აბსოლუტური წყალობა, მაშინ როდესაც სიცოცხლე და ჯანმრთელობა მხოლოდ ამქვეყნიური წყალობაა და ნამდვილი წყალობა ხდება მხოლოდ რწმენასთან ერთად. სწორედ აქ აღმოჩნდებიან ბევრი ადამიანი მოტყუებულნი და გაცდენილნი, რაც მათთვის სარგებლის დაკარგვას ან შემცირებას იწვევს. ვინც მიჰყვება თავის ნაფსს (სურვილებს), რომელიც მოუწოდებს ბოროტისკენ და დასვენებისკენ, რის შედეგადაც ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს არღვევს და მუდმივ მორჩილებას ტოვებს, ის მოტყუებულთა რიგში აღმოჩნდება. იგივე ეხება იმასაც, ვისაც თავისუფალი დრო აქვს, რადგან დაკავებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გამართლებული მიზეზი, განსხვავებით თავისუფლისგან, რომელსაც არავითარი გამართლება არ აქვს, და მის წინააღმდეგ არგუმენტი (ჰუჯჯა) დგება».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

