იყავი ამქვეყნად ისე, თითქოს უცხოელი ან მოგზაური ხარ
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბდულლაჰ იბნ უმარისგან, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, გადმოცემულია: «ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცავა და მშვიდობა მას) მე მხარზე ხელი დამადო და მითხრა: «იყავი ამქვეყნად ისე, თითქოს უცხოელი ან მოგზაური ხარ».
აბდულლაჰ იბნ უმარი, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, აგრძელებს: «როცა საღამო მოვა, ნუ ელოდები დილას, ხოლო როცა დილა მოვა, ნუ ელოდები საღამოს. ისარგებლე შენი ჯანმრთელობით, სანამ სნეულება არ დაგეწევა, და შენი სიცოცხლით, სანამ სიკვდილი არ მოგისწრებს».
Explanation
იბნ უმარი ამ დარიგებას მიჰყვებოდა და ამბობდა: «როცა დილა მოვა, ნუ ელოდები საღამოს, ხოლო როცა საღამო მოვა, ნუ დაელოდები დილას. მიიჩნიე თავი საფლავის ბინადართა შორის». ეს იმიტომ, რომ ცხოვრება მუდმივად იცვლება ჯანმრთელობასა და ავადმყოფობას შორის. ამიტომ, იჩქარე, რომ გამოიყენო ჯანმრთელობის დღეები ალლაჰისადმი თაყვანისცემისთვის, სანამ სნეულება დაგეწევა. ისარგებლე შესაძლებლობით, რომ შეასრულო კეთილი საქმეები, სანამ ჯანმრთელი ხარ, რადგან ავადმყოფობა შეიძლება გახდეს დაბრკოლება შენსა და ამ საქმეებს შორის. გამოიყენე შენი ცხოვრება ამქვეყნად, რათა შეაგროვო ის, რაც სიკვდილის შემდეგ სარგებელს მოგიტანს.
Benefits
დაწყება რჩევისა და დარიგების მიცემით მათ, ვინც თვითონ არ ითხოვს ამას.
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შესანიშნავი სასწავლო მეთოდი გამოიხატებოდა დამაჯერებელი მაგალითების მოყვანაში, როგორც მისი სიტყვები: "იყავი ამქვეყნად, თითქოს უცხოელი ან მოგზაური".
ადამიანები განსხვავდებიან თავიანთ მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე: მოგზაური უფრო მაღალ მდგომარეობას იკავებს ასკეტიზმში, ვიდრე უცხოელი.
ამქვეყნიური იმედების სიმოკლის განმარტება და მუდმივი მზადყოფნის საჭიროება სიკვდილისთვის.
ჰადისი არ მოუწოდებს საარსებო საშუალებების სრულად მიტოვებას ან ამქვეყნიური სიამოვნებების აკრძალვას, არამედ მოუწოდებს თავშეკავებასა და მათი გამოყენების შეზღუდვას.
სწრაფვა მართალი საქმეების შესრულებისკენ მანამ, სანამ ავადმყოფობა ან სიკვდილი არ წაგვართმევს ამ შესაძლებლობას.
აბდულლაჰ იბნ უმარის, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, ღირსება მდგომარეობს იმაში, რომ მან ღრმად შეითვისა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს დარიგება.
მორწმუნეთა სამშობლო სამოთხეა და ამიტომაც, ისინი უცხოელები არიან ამქვეყნად და მოგზაურობენ საიქიოსკენ. მათი გული არ მიეჯაჭვოს ამ უცხო ქვეყანას, არამედ მიამაგროს თავის სამშობლოს, სადაც უკან დაბრუნება სურთ. ამქვეყნად მათი ყოფნა მხოლოდ იმისთვისაა, რომ უზრუნველყონ თავიანთი საჭიროებები და მოემზადონ სამშობლოში დაბრუნებისთვის.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

