არ შეგშურდეთ ერთმანეთის, ნუ გაზრდით ფასს ეშმაკობით (სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით), ნუ შეიძულებთ და ნუ აქცევთ ზურგს ერთმანეთს. ნუ განახორციელებთ ვაჭრობას სხვის მიერ უკვე შეთანხმებულ ვაჭრობაზე. ალლაჰის მონებო, იყავით ძმები,
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ შეგშურდეთ ერთმანეთის, ნუ გაზრდით ფასს ეშმაკობით (სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით), ნუ შეიძულებთ და ნუ აქცევთ ზურგს ერთმანეთს. ნუ განახორციელებთ ვაჭრობას სხვის მიერ უკვე შეთანხმებულ ვაჭრობაზე. ალლაჰის მონებო, იყავით ძმები, მუსლიმი – მუსლიმის ძმაა, მას უსამართლოდ არ მოექცევა, არ დაამცირებს, არ მოატყუებს და არ შეურაცხყოფს. ღვთისმოშიშება აი აქაა», – და სამჯერ მიუთითა გულზე, «ადამიანისთვის საკმარისია ბოროტებად იგიც, რომ თავისი მუსლიმი ძმა დაამციროს. ყოველი მუსლიმის(ყოველი რამ) მუსლიმისთვის აკრძალულია: მისი სისხლი, ქონება და ღირსება».
Explanation
მისი ქონება – აკრძალულია მისი ქონების აღება უსამართლოდ და უკანონოდ. მისი ღირსება – არ შეიძლება მისი დამცირება, ლანძღვა ან შეურაცხყოფა, იქნება ეს პიროვნულად თუ მისი წარმომავლობისა და ღირსების მიმართ.
Benefits
ღვთისმოშიშობის საფუძველი არის ის, რაც გულშია – ალლაჰის შეცნობა, მისი შიში და მეთვალყურეობის შეგრძნება. ამ ღვთისმოშიშობის შედეგად იბადება კეთილი საქმეები.
გარეგანი გადახრა მიუთითებს გულის ღვთისმოშიშობის სისუსტეზე.
აკრძალულია მუსლიმისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი ფორმით – იქნება ეს სიტყვით თუ ქმედებით.
შური არ არის ის, როცა მუსლიმს სურს, რომ თავადაც ჰქონდეს იგივე, რაც სხვას, ისე, რომ არ ისურვოს ამ მოწყალების გაქრობა მეორე პირისგან. ამას „ღიბტა'' ეწოდება, რაც ნებადართულია და ხელს უწყობს კეთილ საქმეებში შეჯიბრს.
ადამიანს ბუნებრივად არ სურს, რომ ვინმე მასზე აღმატებული იყოს კეთილ თვისებებში. თუ ის იმედოვნებს, რომ ეს მოწყალება სხვას წაერთვას, ეს არის დასაგმობი შური. ხოლო თუ მას სურს კეთილ საქმეში შეჯიბრი, ეს ნებადართული ღიბტაა(კეთილი შური).
მუსლიმის მიერ მუსლიმის ვაჭრობაში ჩარევა არ არის ის, როცა მყიდველს აუხსნის, რომ ის მძიმე მოტყუების მსხვერპლი გახდა. ეს კეთილი რჩევის მოთხოვნაა, მხოლოდ იმ პირობით, რომ მისი განზრახვა არის მყიდველის კეთილი რჩევა და არა გამყიდველისთვის ზიანის მიყენება, რადგან საქმეები განზრახვის მიხედვით ფასდება.
მუსლიმის მიერ მუსლიმის ვაჭრობაზე ვაჭრობა არ მიიჩნევა, თუ გამყიდველებს შორის შეთანხმება არ შედგა და ფასი ჯერ არ დადგენილა.
ჰადისში ნახსენები აკრძალული სიძულვილი არ მოიცავს ალლაჰის გულისთვის სიძულვილს, რადგან ეს სავალდებულოა და ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე კავშირია რწმენაში.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

