ვინც თქვენგან აპირებს მივიდეს პარასკევის ლოცვაზე, დაე, გააკეთოს სრული განბანვა (ღუსლი)
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'უმარისგან(ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვინც თქვენგან აპირებს მივიდეს პარასკევის ლოცვაზე, დაე, გააკეთოს სრული განბანვა (ღუსლი)».
Explanation
Benefits
სისუფთავისა და სასიამოვნო სურნელზე ზრუნვა არის მუსლიმის თვისება და ზნეობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ხვდება ხალხს და იმყოფება მათ საზოგადოებაში. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პარასკევის ლოცვების და კოლექტიური თაყვანისცემის დროს.
ჰადისში მიმართვა განკუთვნილია მათთვის, ვისზეც პარასკევის ლოცვის ვალდებულებაა დაკისრებული, რადგან სწორედ მათ ევალებათ ამ ლოცვაზე მისვლა.
სასურველია, რომ მან, ვინც პარასკევის ლოცვაზე მიდის, ყურადღებით დაიცვას საკუთარი სისუფთავე: შეასრულოს სრული განბანვა (ღუსლი), რათა სხეულიდან ნებისმიერი უსიამოვნო სუნი მოიშოროს და გამოიყენოს სურნელოვანი საშუალებები. თუმცა, თუ იგი შემოიფარგლება მხოლოდ მცირე განბანვით (აბდესით), ესეც საკმარისი იქნება.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

