სუბჰანალლაჰ! მორწმუნე არ ბინძურდება
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «ერთხელ, დიდ გაუწმინდურებულ მდგომარეობაში ვიყავი, და მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მედინას გზებზე შევხვდი, მე ჩუმად გავერიდე, წავედი და განბანვა (ღუსლი) შევასრულე, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემომხედა და როცა დავბრუნდი, მკითხა: «სად იყავი, ო, აბუ ჰურაირა?» ვუპასუხე: ო, ალლაჰის მოციქულო! მე შენ შეგხვდი, მაგრამ ჯუნუბი ვიყავი, და არ მინდოდა შენთან ყოფნა მანამ, სანამ არ განვიბანებოდი. მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სუბჰანალლაჰ! მორწმუნე არ ბინძურდება»
Explanation
Benefits
მორწმუნე სუფთაა როგორც სიცოცხლეში, ასევე სიკვდილის შემდეგ.
მაღალი ღირსებისა და ცოდნის მქონე, ასევე მართალი და კეთილსინდისიერი ადამიანების პატივისცემა და მათთან საუკეთესო ფორმით ურთიერთობა და თანამოსაზრება.
მიმდევრისთვის (მოწაფისთვის) ნებადართულია უფროსის (მასწავლებლის, ხელმძღვანელის) ნებართვის აღება წასვლის წინ, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბუ ჰურაირას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უსიტყვოდ წასვლა უსაყვედურა, რადგან ნებართვის აღება კარგი ეთიკის ნაწილი და სათნო ქცევაა.
გაკვირვების დროს სიტყვების "სუბჰაანალლაჰ" წარმოთქმა.
ადამიანს შეუძლია ისაუბროს საკუთარ თავზე იმ საკითხებზე, რაზეც ჩვეულებრივად მორიდებულია, თუ ამით სარგებლობა მოაქვს.
ურწმუნო უწმინდურია, თუმცა მისი უწმინდურება მნიშვნელობითია, რადგან მისი მრწამსი გაფუჭებულია.
იმამ ან-ნავავი ამბობს: «ამ ჰადისში ასევე ჩანს ეთიკის ერთ-ერთი ასპექტი: თუ სწავლული შეამჩნევს თავის მიმდევარში რაიმე ქმედებას, რომელშიც არსებობს შეცდომის შიში, მას ამის შესახებ ჰკითხოს, მიუთითოს მას სწორ გზაზე და განუმარტოს მისი გადაწყვეტილება. ალლაჰმა უკეთ იცის».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

