თუ ძაღლი დალევს რომელიმე თქვენგანის ჭურჭლიდან, გარეცხეთ იგი შვიდჯერ
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ ძაღლი დალევს რომელიმე თქვენგანის ჭურჭლიდან, გარეცხეთ იგი შვიდჯერ». მუსლიმის ვერსიაში: «პირველად მიწით უნდა გაიწმინდოს».
Explanation
Benefits
როდესაც ძაღლი ეხება ჭურჭელს ენით, ეს ჭურჭელს უწმინდურს ხდის და მასში არსებული წყალიც უწმინდური ხდება.
მიწით გასუფთავება და შვიდჯერ გამორეცხვა აუცილებელია კონკრეტულად ძაღლის ნერწყვისგან განწმენდისთვის და არა შარდის, განავლის ან სხვა უწმინდურობისგან, რაც ძაღლისგან შეიძლება წარმოიშვას.
ჭურჭლის მიწით გასაწმენდად საჭიროა: ჭურჭელში ჩაასხათ წყალი, დაუმატოთ მიწა და შემდეგ ამ ნარევით გარეცხოთ ჭურჭელი.
ჰადისიდან შეიძლება გავიგოთ, რომ ეს დადგენილება ვრცელდება ყველა ძაღლზე, მათ შორის იმ ძაღლებზე, რომელთა ყოლას შარიათი ნებას რთავს, მაგალითად, მონადირე, მცველი და მწყემს ძაღლებზე.
საპონი და სხვა საწმენდი საშუალებები ვერ ცვლიან მიწას, რადგან მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კონკრეტულად მიწა მოიხსენია.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

