არ არის ჩვენგან ის, ვინც სილებს ურტყამს(თავის) ლოყებს, ჭრის საყელოებს და წარმოთქვამს უვიცობის ეპოქის გოდების სიტყვებს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «არ არის ჩვენგან ის, ვინც სილებს ურტყამს(თავის) ლოყებს, ჭრის საყელოებს და წარმოთქვამს უვიცობის ეპოქის გოდების სიტყვებს».
Explanation
პირველ რიგში: ის, ვინც სილას ირტყამს ლოყებზე (ან სახეზე). მოციქულმა განსაკუთრებულად აღნიშნა ლოყები, რადგან ეს ქმედება იყო ყველაზე გავრცელებული, თუმცა ამ აკრძალვაში ასევე შედის სახის სხვა ნაწილებზე დარტყმებიც.
მეორე: ის, ვინც ძლიერი მწუხარებისა და სასოწარკვეთის გამო ხევს ტანსაცმლის იმ ნაწილს, საიდანაც თავი გადის (საყელოს).
მესამე: ის, ვინც მოუწოდებს უვიცობის დროის ჩვეულებებისკენ, როგორიცაა წყევლა, უბედურებებზე კივილი, გოდება და გარდაცვლილთა დატირება.
Benefits
საჭიროა მოთმინების გამოვლენა უბედურების დროს და აკრძალულია ალლაჰის განგების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა, რომელიც ვლინდება გოდებაში, ტირილში, თავის გაპარსვაში, ტანსაცმლის დახევასა და სხვა მსგავს ქმედებებში.
აკრძალულია უვიცობის დროის ჩვეულებების მიბაძვა იმ საკითხებში, რომლებიც შარიათით არ არის დამტკიცებული.
მწუხარება და ცრემლები დასაშვებია, რადგან ისინი არ ეწინააღმდეგებიან ალლაჰის განგებისადმი მოთმინებას. უფრო მეტიც, ეს არის ალლაჰის მიერ გულებში ჩადებული მადლის გამოვლინება, რომელიც ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვასა და სიყვარულს ასახავს.
მუსლიმმა უნდა მიიღოს ალლაჰის განგება კმაყოფილებით. თუმცა, თუ იგი ვერ აღწევს ამ კმაყოფილებას, მოთმინება ხდება მისი ვალდებულება.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

