ის არის სიტყვები ჭეშმარიტებიდან, რომელსაც იპარავს ჯინი და შემდეგ ჩასჩურჩულებს თავის მეგობარს(მკითხავს) ყურში, როგორც ქათმის კაკანი, და ისინი მასში ურევენ ასზე მეტ ტყუილს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ერთხელ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მკითხავებზე ჰკითხეს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათ უპასუხა: «ისინი არაფერს წარმოადგენენ». მათ იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, ისინი ზოგჯერ ამბობენ ისეთ რამეს, რაც სიმართლეს შეესაბამება. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ის არის სიტყვები ჭეშმარიტებიდან, რომელსაც იპარავს ჯინი და შემდეგ ჩასჩურჩულებს თავის მეგობარს(მკითხავს) ყურში, როგორც ქათმის კაკანი, და ისინი მასში ურევენ ასზე მეტ ტყუილს».
Explanation
მათ თქვეს: მათი სიტყვები ზოგჯერ ემთხვევა რეალობას. თუ ისინი იტყვიან რაიმეს კონკრეტულ დაფარულ შემთხვევაზე ამა და ამ თვეში ამა და ამ დღეს, ეს ყველაფერი მართლა ხდება მათი ნათქვამის მიხედვით.
შუამავალმა თქვა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ჯინები იპარავენ ზეცაში მოსმენილ ამბებს, შემდეგ ჩამოდიან მათ მეგობრებთან მკითხავებთან და უამბობენ რაც მოისმინეს, შემდეგ მკითხავი ზეციდან ჩამოტანილ ამბავს, რომელიც მოისმინა ასზე მეტ ტყუილს ამატებს.
Benefits
ზეცა დაცულია ეშმაკებისგან შუამავლის წარმოგზავნით (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რომ მათ მოისმინონ გამოცხადებისგან რაიმე ან სხვა, გარდა იმისა, რასაც ყურს უგდებენ და თავს აღწევენ მის მცველებს.
ჯინებს ჰყავთ მეგობრები ადამიანებისგან.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

