მუსლიმის შეურაცხყოფა ცოდვაა, ხოლო მის წინააღმდეგ ბრძოლა ურწმუნოება
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მუსლიმის შეურაცხყოფა ცოდვაა, ხოლო მის წინააღმდეგ ბრძოლა ურწმუნოება».
Explanation
Benefits
მუსლიმის უმიზეზოდ შეურაცხყოფის მძიმე შედეგები: ვინც უსამართლოდ აყენებს შეურაცხყოფას მუსლიმს, ის ითვლება ურჩად/ ცოდვილად (ფაასიყ).
მუსლიმის შეურაცხყოფა და ბრძოლა მასთან ასუსტებს და ამცირებს რწმენას.
ზოგიერთი ქმედება იწოდება ურწმუნოებად (ქუფრ), თუმცა ისინი არ აღწევენ დიდი ურწმუნოების დონეს, რომელისაც გაჰყავს ადამიანი ისლამიდან.
ამ შემთხვევაში, ურწმუნოება გულისხმობს მცირე ურწმუნოებას, რომელსაც არ გამოჰყავს ადამიანი რელიგიიდან, და ეს ერთხმად აღიარებულია აჰლუ-სუნნას სწავლულების მიერ. რადგანაც ალლაჰმა, უზენაესმა და დიდებულმა, დაადასტურა მორწმუნეთა შორის სარწმუნოებრივი ძმობა, მიუხედავად მათი კონფლიქტებისა ან ბრძოლებისა. ამის შესახებ ყურანში ნათქვამია: «თუ ორი ჯგუფი მორწმუნეთაგან შეებრძოლებიან ერთმანეთს, შეარიგეთ ისინი». (ყურანი, 49:9) და შემდეგ: «ჭეშმარიტად, მორწმუნეები ძმები არიან». (ყურანი, 49:10)
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

