HadeethEnc · 1.21.0
მუსლიმის ტანისამოსის (იზარის) სიგრძე უნდა იყოს წვივის შუამდე, ხოლო არ არის პრობლემა, თუ იგი კოჭებს შორის იქნება. თუმცა, რაც კოჭებზე დაბლაა, ის ცეცხლშია. ვინც თავისი სამოსი ამპარტავნულად დაუშვა მიწაზე, ალლაჰი მას არ შეხედავს
Available translations
Choose an available translation of this Hadeeth
01
Hadeeth text
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «მუსლიმის ტანისამოსის (იზარის) სიგრძე უნდა იყოს წვივის შუამდე, ხოლო არ არის პრობლემა, თუ იგი კოჭებს შორის იქნება. თუმცა, რაც კოჭებზე დაბლაა, ის ცეცხლშია. ვინც თავისი სამოსი ამპარტავნულად დაუშვა მიწაზე, ალლაჰი მას არ შეხედავს».
02
Explanation
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ მუსლიმი მამაკაცის იზარს (სამოსი, რომელიც ქვედა სხეულს ფარავს) აქვს სამი მდგომარეობა: პირველი: სასურველი – რომ იზარი იყოს წვივის შუამდე. მეორე: ნებადართული უკმაყოფილების გარეშე – ანუ ის, რაც წვივის შუაზე ქვემოთაა, მაგრამ კოჭებამდე (კოჭები – ის გამოყოფილი ძვლებია, რომლებიც წვივისა და ტერფის შეერთების ადგილას მდებარეობს). მესამე: აკრძალული – როდესაც სამოსი კოჭებზე დაბლაა. ასეთი ადამიანის მიმართ არის შიში, რომ მას ცეცხლი შეეხება. ხოლო თუ ამას აკეთებს ამპარტავნობის, სიამაყისა და გათავხედების გამო, ალლაჰი მას არ შეხედავს.
03
Benefits
ეს თვისება და ეს მუქარა მამაკაცებს ეხება, ხოლო ქალები ამ შემთხვევიდან გამონაკლისნი არიან, რადგან მათ ებრძანებათ სრულიად დაფარონ თავიანთი სხეული.
ყველაფერი, რაც მამაკაცების სხეულის ქვედა ნაწილს ფარავს, იზარის სახელით იწოდება, როგორიცაა შარვლები, სამოსი და სხვა. ეს ყველაფერი შედის იმ შარიათულ სამართლებრივ განკარგულებებში, რომლებიც ამ ჰადისშია ნახსენები.
ყველაფერი, რაც მამაკაცების სხეულის ქვედა ნაწილს ფარავს, იზარის სახელით იწოდება, როგორიცაა შარვლები, სამოსი და სხვა. ეს ყველაფერი შედის იმ შარიათულ სამართლებრივ განკარგულებებში, რომლებიც ამ ჰადისშია ნახსენები.
Attribution
[გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა]
Categories
Share
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

