თუ ვინმემ შეჭამა ნიორი ან ხახვი, დაე, განერიდოს ჩვენ (ან ჩვენს მეჩეთებს) და დარჩეს თავის სახლში
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ ვინმემ შეჭამა ნიორი ან ხახვი, დაე, განერიდოს ჩვენ (ან ჩვენს მეჩეთებს) და დარჩეს თავის სახლში.» (ჯააბირმა აგრეთვე გადმოსცა), რომ ერთხელ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიართვეს ბოსტნეულით სავსე კერძი (ქვაბი). როცა მან იგრძნო მათგან მომდინარე სუნი (ხახვი ან ნიორი), ჰკითხა, რა იყო მასში, და მას დაუსახელეს იქ არსებული ბოსტნეულის სახელები. შემდეგ მან ერთ-ერთ საჰაბას უთხრა: «მოიტანეთ (ეს ქვაბი)». როცა დაინახა, რა იყო მასში, მან უარი თქვა მის ჭამაზე და საჰაბას უთხრა: «შენ ჭამე, მე კი (არ ვჭამ ამას იმ მიზეზის გამო, რომ) ვაწარმოებ ფარულ საუბრებს მასთან, ვისთანაც შენ ვერ საუბრობ». ასევე გადმოცემულია მუსლიმის ჰადისში ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან, რომ ალლაჰის მოციქულმა (ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დაე, ხახვის, ნივრის ან პრასის მჭამელი არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდეს ჩვენს მეჩეთს, რადგან ჭეშმარიტად, ანგელოზებს იგივე აწუხებთ, რაც ადამის შვილებს!»
Explanation
მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას), გვამცნო, რომ ანგელოზებს აწუხებთ უსიამოვნო სუნი, ისევე, როგორც ადამიანებს.
Benefits
ამ აკრძალვას ასევე მიეკუთვნება ნებისმიერი სხვა უსიამოვნო სუნი, რომელიც შეიძლება დისკომფორტს უქმნიდეს მლოცველებს, მაგალითად, სიგარეტის, თამბაქოს სუნი და სხვა მსგავსი.
აკრძალვის მიზეზი არის სუნი. თუ ის მოიხსნება, მაგალითად, ხანგრძლივი თერმული დამუშავების ან სხვა საშუალებით, მაშინ შარიათის განჩინება მოუწონარზე აღარ მოქმედებს.
ამ პროდუქტების გამოყენების არასასურველობა ეხება მათ, ვინც ვალდებულია მეჩეთში ლოცვაზე დაესწროს, რათა არ გამოტოვოს ერთობლივი ლოცვა. თუმცა, თუ ვინმე ჭამს მათ იმ განზრახვით, რომ თავიდან აიცილოს მეჩეთში წასვლა, ეს ხდება აკრძალული (ჰარამი).
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ნიორისა და მსგავსი პროდუქტების ჭამაზე უარი არ თქვა მათი აკრძალულობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ის ესაუბრებოდა ჯიბრილს, ალლაჰის მშვიდობა მას.
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შესანიშნავი სასწავლო მეთოდი გამოიხატებოდა იმაში, რომ ის ყოველთვის უკავშირებდა დადგენილებას მის მიზეზს, რათა მოსწავლეს შეეძლო გაეგო გადაწყვეტილების სიბრძნე და ამის შედეგად მასში დამაკმაყოფილებელი განცდა გაჩენილიყო.
ალ-ყაადიმ თქვა: "სწავლულებმა გამოიტანეს ანალოგია მლოცველებისთვის შეკრების ადგილებზე, რომლებიც მეჩეთისგან განსხვავებულია, მაგალითად, სადღესასწაულო ლოცვის ადგილები და დამკრძალავი ცერემონიების ადგილები, ასევე სხვა ადგილები, სადაც თაყვანისცემას აღასრულებენ. ამასთანავე, ამ კატეგორიაში შედის სწავლების, ალლაჰის ხსენებისა და ქორწილის შეკრებები. თუმცა, ამ ადგილებში არ შედის ბაზრები და მათი მსგავსი დაწესებულებები".
სწავლულებმა თქვეს: "ამ ჰადისში არის მტკიცებულება, რომ იმ ადამიანს, ვინც შეჭამა ნიორი ან მსგავსი პროდუქტები, ეკრძალება მეჩეთში შესვლა — მაშინაც კი, თუ მეჩეთი ცარიელია — რადგან ეს არის ადგილი ანგელოზებისთვის და, აგრეთვე ეს დასკვნა ეფუძნება ჰადისების ზოგად მნიშვნელობასაც".
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

