კაცის ლოცვა ჯამაათში აჭარბებს მის ლოცვას თავის სახლში ან ბაზარში ოცდასამზე მეტს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კაცის ლოცვა ჯამაათში აჭარბებს მის ლოცვას თავის სახლში ან ბაზარში ოცდასამზე მეტს. ეს იმიტომ, რომ როცა ადამიანი იღებს აბდესს და მას სრულყოფილად ასრულებს, შემდეგ მიდის მეჩეთში, მას არ ამოძრავებს სხვა რამ, გარდა ლოცვისა და ის არ ისურვებს სხვა არაფერს, გარდა ლოცვისა. თითოეულ ნაბიჯზე, რომელსაც გადადგამს, მისი საფეხური ამაღლდება(სამოთხეში) და მისი ცოდვა გაქრება, სანამ მეჩეთში შევა. ხოლო როცა მეჩეთში შევა, იგი ითვლება ლოცვაში იმ დროის განმავლობაში, სანამ ლოცვა მას აკავებს. ანგელოზები ლოცულობენ მისთვის, სანამ იმ ადგილას რჩება, სადაც ილოცა, და ამბობენ: "ღმერთო შეიწყალე იგი, ღმერთო აპატიე მას, ღმერთო მიუტევე მას", იმ პირობით, რომ არ შეაწუხოს ვინმე ან არ დაუშვას უწმინდურობა».
Explanation
Benefits
ჯამაათთან ერთად მეჩეთში აღვლენილი ლოცვა უფრო უმჯობესი და აღმატებულია იმ ლოცვაზე, რომელსაც ადამიანი მარტო ასრულებს, ოცდახუთჯერ, ოცდაექვსჯერ ან ოცდაშვიდჯერ.
ანგელოზთა ერთ-ერთი მოვალეობაა მორწმუნეებისთვის ლოცვა.
მეჩეთში აბდესით წასვლის სიკეთე.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

