მე წარმედგინა სამოთხე და ჯოჯოხეთი, და არ მინახავს ისეთი არც სიკეთე და არც ბოროტება, როგორიც დღეს ვნახე, რომ გცოდნოდათ ის, რაც მე ვიცი ცოტას იცინებდით და ბევრს იტირებდით
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი მიმდევრებისგან რაღაც ამბავმა მიაღწია, მან კი მიმართა მათ და თქვა: «მე წარმედგინა სამოთხე და ჯოჯოხეთი, და არ მინახავს ისეთი არც სიკეთე და არც ბოროტება, როგორიც დღეს ვნახე, რომ გცოდნოდათ ის, რაც მე ვიცი ცოტას იცინებდით და ბევრს იტირებდით». ანასმა თქვა: ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანმხლებთათვის ეს ყველაზე მძიმე დღე გახდა. ისინი იხურავდნენ თავებს და მათი მხრიდან ქვითინი ისმოდა. მან თქვა: უმარი წამოდგა და თქვა: ჩვენ კმაყოფილნი ვართ ალლაჰით, როგორც ჩვენი ღმერთით, ისლამით, როგორც ჩვენი რელიგიით, და მუჰამმადით, როგორც მოციქულით. მან თქვა: ამ დროს წამოდგა ერთი კაცი და თქვა: ვინ არის მამაჩემი? შუამავალმა თქვა: «მამაშენი ეს და ეს პიროვნებაა», ამაზე გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამ, თუკი
განგეცხადებათ- დაგამწუხრებთ}. [ალ-მაიდა: 101].
Explanation
თქვა: მამაშენი ესა და ეს კაცია, და გარდოევლინა აიათი: {ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამ, თუკი განგეცხადებათ- დაგამწუხრებთ}. [ალ-მაიდა: 101].
Benefits
შეგონების გავლენა საჰაბებზე (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) და მათი ძლიერი შიში ძლევამოსილი და უზენაესი ალლაჰის სასჯელისგან.
ტირილის დროს სახის დამალვა მოსაწონი საქციელია.
ალ-ხატტაბიმ თქვა: «ეს ჰადისი ეხება იმას, ვინც სვამს შეკითხვებს ზედმეტად ან ჯიუტობის გამო, ყოველგვარი საჭიროების გარეშე. რაც შეეხება იმათ, ვინც სვამს შეკითხვებს აუცილებლობის გამო, როცა რეალურად ექმნებათ სიტუაცია, რომელიც პასუხს მოითხოვს — მათზე არც ცოდვაა და არც გაკიცხვა».
მოწოდება ალლაჰის გზაზე მტკიცედ დგომისკენ, ალლაჰის აკრძალული ცოდვებისგან შორს ყოფნისკენ, და ალლაჰის საზღვრების დაცვისკენ.
ამ ჰადისში ნებადართულია გაბრაზების გამოხატვა დარიგებისა და სწავლების დროს.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

