ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია შადდად იბნ აუსისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მე დავიმახსოვრე შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორი რამ: «ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში მოწყალება გამოიჩინოთ, ამიტომ თუ მოგიწევთ ვინმეს მოკვლა, აირჩიეთ მოწყალე (უმტკივნეულო) მეთოდი. ხოლო თუ ცხოველს დაკლავთ, გამოიჩინეთ მოწყალება დაკვლის დროსაც. თითოეულმა თქვენგანმა კარგად უნდა გალესოს თავისი დანა, რათა ცხოველს ტანჯვა არ მოეწიოს».
Explanation
მოწყალება, რომელიც გამოირჩევა სიკვდილით დასჯის დროს, ეს შეიძლება იყოს ყველაზე მოკლე, სწრაფი და იოლი გზის არჩევა, რომელიც ნაკლებად მტკივნეული იქნება ადამიანისთვის.
როდესაც ცხოველი იკვლება მსხვერპლშეწირვისას, მოწყალების გამოხატვა გულისხმობს ბასრი იარაღის გამოყენებას დაკვლისთვის, რაც ცხოველისადმი გულმოწყალების გამოხატულებაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა არ გალესოს დანა ცხოველის თვალწინ და არ დაკლას ცხოველი სხვა ცხოველების თანდასწრებით.
Benefits
სიკვდილით დასჯისა და ცხოველის დაკვლისას მოწყალების გამოჩენა გულისხმობს ამ ქმედების შესრულებას შარიათის ნორმების დაცვით.
შარიათის სრულყოფილება და მისი ყოვლისმომცველობა, რომელიც მოიცავს ყოველგვარ სიკეთეს, მათ შორის კეთილგანწყობას ცხოველების მიმართ და ზრუნვას მათზე.
აკრძალულია ადამიანის დასახიჩრება (ან მისი სხეულის ნაწილებად დაშლა) მისი მოკვლის შემდეგ.
ყოველივეს აკრძალვა, რამაც შეიძლება ტანჯვა მიაყენოს ცხოველს.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

