ჭეშმარიტად, შინაურ ცხოველებს გარეული ცხოველების ბუნება აქვთ, და რომელიმე მათგანი თუ მსგავსად მოიქცევა, იმას ამის მსგავსად მოექეცით
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია რააფი' იბნ ხადიჯისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად ვიმყოფებოდით ზულ ალ-ჰულაიფაში და ადამიანები შიმშილის გრძნობამ შეაწუხა, მათ ხელთ აქლემი და ცხვარი ჩაუვარდათ. (ბრძოლიდან დარჩენილი ნადავლის სახით) თქვა: მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხალხს უკან მიყვებოდა, წინ მყოფებმა კი იჩქარეს, დაკლეს ცხოველები და დაადგეს ქვაბები, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ ქვაბების გადაყირავება ბრძანა, გადაატრიალეს, შემდეგ გაანაწილა, ის ყოველ ათ ცხვარს ერთ აქლემთან ატოლებდა, უეცრად მათგან ერთი აქლემი გაიქცა, მას უკან გამოედევნენ, მაგრამ მათ ცოტა ცხენოსანი ჰყავდათ და აქლემმა ძალიან დაღალა ისინი, მათგან ერთ-ერთმა კაცმა აქლემს ისარი ესროლა, ალლაჰმა ამ ისარით ის შეაკავა, შემდეგ მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, შინაურ ცხოველებს გარეული ცხოველების ბუნება აქვთ, და რომელიმე მათგანი თუ მსგავსად მოიქცევა, იმას ამის მსგავსად მოექეცით» რაფი'მა თქვა: ჩვენ ვიმედოვნებთ -ან გვეშინია- რომ ხვალ მტერს შევხვდებით, ჩვენ საკლავი დანები თან არ გვაქვს, შეიძლება დავკლათ გამომხმარი ბამბუკით? თქვა: «რასაც სისხლის დაღვრა შეუძლია, და რაზეც ალლაჰის სახელი იქნება ნახსენები მიირთვით, გარდა კბილით და ფრჩხილით დაკლულისა, ამის შესახებ მოგიყვებით: რაც შეეხება კბილს ის ძვალია, ხოლო ფრჩხილი კი ის ჰაბეშელების საკლავი საშუალებაა».
Explanation
Benefits
წინამძღოლის მხრიდან გამოჩენილი ყურადღება და რჩევები თავისი მიმდევრების და ჯარის მიმართ. ჭეშმარიტად, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაარიგა ისინი იმ აჩქარებული გადაწყვეტილების და ქმედების გამო, სანამ მის ნებას აიღებდნენ, მათი სასჯელი კი იმის დაკარგვა იყო, რაც მათ სურდათ.
საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) დაუყოვნებლივ ასრულებდნენ შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებებს.
ნადავლის განაწილებამდე რაიმეს აღება აკრძალულია.
ურწმუნოებთან და მტრებთან წარმოებული ჯიჰადის დროს აუცილებელი სამართლიანობის შენარჩუნება; რადგან სამართლიანობა არის(ალლაჰის მიერ) შეწევნის და მტრებზე გამარჯვების მიზეზი.
იმამი ან-ნავავიმ თქვა: ცხვარის, ცხენის, ძროხის აქლემის ან სხვა რომელიმე შინაური ცხოველის თუ გატყეურდება და გაიქცევა ადამიანს შეუძლია ის როგორც ნადირი ისე მოკლას, ნაბადართულია მას ესროლოს.
აუცილებელია ცხოველი წესისამებრ იქნას დაკლული, რადგან მისი მირთმევა იყოს ნებადართული, ცხოველის მიმართ პირობებია: 1- მისი ხორცის მირთმევა ნებადართული უნდა იყოს. 2- მისი დაკვლა ნებადართული ან შესაძლებელი უნდა იყოს, ხოლო ცხოველი რომლის დაკვლაც შეუძლებელია, მაშინ მისი მდგომარეობა ნადირის მდგომარეობის მსგავსია. 3 - უნდა იყოს ბალახისმჭამელი ცხოველი (მიწაზე მცხოვრები); ხოლო ზღვის ცხოველებს დაკვლა არ სჭირდებათ.
სწორად დაკვლის პირობებია: 1- დამკლავი ან ყასაბი აუცილებლად უნდა იყოს ჭკუასრული, ზრდასრული, მუსლიმი, ან წიგნბოძებული ხალხთაგან. 2 - დაკვლის წინ აუცილებლად უნდა წარმოთქვას ღმერთის სახელი. 3- საკლავის ინსტრუმენტი უნდა იყოს ვარგისიანი, უნდა იყოს მოსახმარად გამოსადეგი და მჭრელი ნებისმიერი საგნისგან დამზადებული გარდა კბილის ან ფრჩხილისგან. 4 - აუცილებელია დაკვლის დროს დასაკლავი ცხოველის საყლაპავი მილის, ხორხის და სასუნთქი მილების გადაჭრა.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

